პეპე მოზამბიკასთან დაბრუნდება
პორტუგალიის ეროვნული ნაკრების თავკაცის, კარლუს კეირუშის განცხადებით, პეპე ხვალინდელ ამხანაგურ შეხვედაში შეძლებს მონაწილეობის მიღებას.
"ჩვენ ვგეგმავთ, რომ მადრიდელი მოთამაშე მოზამბიკასთან მატჩის მეორე ტაიმში შემოვუშვათ მოედანზე.მიუხედავად ტრავმის მოშუშებისა, ფეხბურთელი მზად არ არის, რათა 90 წუთი დაჰყოს მოედანზე" - აღნიშნა კეირუშმა.
შეგახსენებთ, რომ "რეალის" დაცვის ბურჯმა, 12 დეკემბერს მიიღო მძიმე დაზიანება.აღნიშნული თარიღის შემდეგ, პეპიტო ბურთს არ გაკარებია.იმედია, ხვალე მოთამაშის 6 თვიან უქმობას ბოლო მოეღება.
- 7 ივნისი 2010
- 1 928
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.