„ლივერპული“ მბაპესთვის ყველაფერს გაიღებს
მერსისაიდული „ლივერპული“ კილიან მბაპეს „რეალისთვის“ დათმობას არ აპირებს. ინგლისური კლუბი ყველაფერს გაიღებს იმისათვის, რომ ფრანგი დაიმატოს.
ამ ეტაპზე კლოპის გუნდი უკეთეს ფინანსურ სიტუაციაშია, ვიდრე მადრიდის „რეალი“, ვინაიდან ბერნაბეუზე რეკონსტრუქციის პროექტმა ფლორენტინო პერესს ყველა რესურსი წაართვა.
ინგლისელები „პსჟ“-სთან დამატებით მოლაპარაკებებს აწარმოებენ და თვლიან, რომ მბაპესთვის ბრძოლაში ცოტა ხანში ფავორიტის სტატუსსაც მოირგებენ.
„ას“-ის ინფორმაციით, „რეალი“ ამ მხრივ ბევრს არ ნერვიულობს, ვინაიდან თავად კილიანის იმედი აქვს, რომლის ფავორიტი მადრიდია.
- 30 იანვარი 2021
- 741
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.