„ლევანტესთან“ მატჩისთვის მზადება გრძელდება
მადრიდის „რეალის“ ფეხბურთელები „ლევანტესთან“ მატჩისთვის მზადებას განაგრძობენ...
როდრიგო გოეში და ფედერიკო ვალვერდე კვლავ აღდგენით პროცესს გადიან, ინდივიდუალურად ემზადებიან სერხიო რამოსი, ვასკესი და კარვახალი, ხოლო დანარჩენი მოთამაშეები დავიდ ბეტონის დავალებებს სრულფასოვნად ასრულებენ.
ნაჩო კორონავირუსის მკურნალობას განაგრძობს.
ზიდანი კვლავ იზოლაციაშია, ამიტომ დავალებებს ბეტონი გასცემს.
ხვალ „რეალი“ კიდევ ერთ სესიას გამართავს, რომელიც ფინალური იქნება.
- 28 იანვარი 2021
- 631
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.