მოდრიჩის საოცარი სტატისტიკა მიმდინარე სეზონში
გარდა იმისა, რომ ლუკა მოდრიჩი კრეატივით სავსე ფეხბურთელია, ის ამ სეზონში დაცვით ფუნქციებსაც შესანიშნავად ასრულებს. ხორვატს „ბლანკოსში“ ბურთის დაბრუნების მხრივ საუკეთესო შედეგი აქვს და თვით კაზემიროსაც კი აღემატება.
ლუკიტამ მიმდინარე სეზონში მეტოქის შეტევის განეიტრალება და ბურთის დაბრუნება 104-ჯერ შეძლო, როდესაც კაზემიროს შედეგი 95-ია, ხოლო რაფაელ ვარანის 86.
გარდა ამისა უნდა აღინიშნოს, რომ დაცვითი ფუნქციების გარდა მოდრიჩი შესანიშნავად ასრულებს შეტევით ფუნქციებს, მისი გადაცემების 90% კი აბსოლუტურად ზუსტია.
- 26 იანვარი 2021
- 818
- 2
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.