„რეალი“ ნაგელსმანს უკვე ესაუბრა
მადრიდის „რეალის“ მთავარი მწვრთნელობის ერთ-ერთი ყველაზე რეალური კანდიდატი ცნობილია.
საქმე ეხება ახალგაზრდა ჟულიან ნაგელსმანს, რომელსაც დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებდნენ.
ბრიტანული გამოცემების ცნობით, გერმანელ სპეციალისტს მთავარი მწვრთნელობა „ჩელსიმაც“ შესთავაზა, მაგრამ უარი მიიღო, ვინაიდან მას „ბლანკოსის“ სათავეში მოსვლა სურს. „არისტოკრატებმა“ ლამპარდი გაათავისუფლეს და ტომას ტუხელი მიიწვიეს.
ესპანური გამოცემების ცნობით, „ბლანკოსმა“ მოლაპარაკებების გარკვეული რაუნდი უკვე გამართა და ნაგელსმანს გარკვეული პირობები გააცნო. აპრილში სამეფო კლუბსა და ამჟამად „ლაიფციგის“ დამრიგებელს შორის კიდევ ერთი კომუნიკაცია შედგება.
- 26 იანვარი 2021
- 1 628
- 4
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.