მოუ შედეგის გაუმჯობესებას გვპირდება

ფეხბურთის მიმომხილველები, მოურინიოს გაწვრთნილ გუნდებს, გოლების გატანას უწუნებენ.

მათი აზრით, აღნიშნული ფაქტი იმაზე მეტყველებს, რომ ჟოზიტო შემტევი ფეხბურთის მოყვარული არ არის.შესაძლოა ამ მოსაზრებას ბევრი არ დაეთანხმოს, თუმცაღა სტატისტიკიდან გამომდინარე, რაღაც სიმართლის მარცვალი ექსპერტთა ვარაუდშიც არის.

მაშასადამე, მოკლედ გადავავლოთ თვალი იმას, თუ რამდენ გოლს იტანდნენ პორტუგალიელის დამოძღვრილი გუნდები, ეროვნულ ჩემპიონატებში: "პორტუში" მუშაობის პირველ წელს, მოუს ფეხბურთელებმა სეზონის ბოლოს 73 გოლს მოუყარეს თავი, ხოლო შემდეგ სეზონში კი 63.ასევე აღსანიშნავია, რომ არც "ჩელსის" გაუტანია ბევრი გოლი, ჟოზეს თავკაცობის დროს.ლონდონელების საუკეთესო მაჩვენებელი იყო, 2005-2006 წლების სეზონში 72 გოლის გატანა.რაც შეეხება "ინტერს," იტალიელებმა საუკეთესო სეზონში მხოლოდ 75-ჯერ გაახარეს მწვრთნელის გული.

ჯამში მოურინიოს გუნდებს, 258 მატჩში გატანილი აქვთ 489 გოლი (1.89 ბურთი საშუალოდ ერთ თამაშში).რასაკვირველია, ეს შედეგი ცუდი არ არის, მაგრამ "რეალის" ინჩასები, სეზონში 102 გოლის გატანას ვართ შეჩვეულნი.იმედია, ახალი მწვრთნელი ამას გაითვალისწინებს.

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 14
2 ვინისიუსი 8
3 აიოზე 7
4 რაფინია 6

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2024 (241)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)
მაისი 2024 (385)