„პსჟ“-მ მბაპეს ფასი დაასახელა, „რეალი“ ფეხბურთელებს სასწრაფოდ ყიდის!
ესპანური და ფრანგული გამოცემების ცნობით, „პსჟ“-ში მბაპეს ფასი უკვე ცნობილია. ფრანგები ხვდებიან, რომ კილიანი თავისუფალი აგენტის სტატუსს უახლოვდება, ამიტომ ის უნდა გაიყიდოს.
პარიზელებს მბაპეს სანაცვლოდ 160 მილიონის მიღება სურს, ამ თანხის გადახდა კი „რეალისთვის“ ფაქტობრივად გამორიცხულია.
ვრცელდება ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, ფლორენტინო პერესმა შესაბამისი განკარგულება უკვე გასცა და „ბლანკოსი“ ფეხბურთელების გაყიდვაზე ძალიან სერიოზულად იმუშავებს.
„ბლანკოსიდან“ იგეგმება მარსელოს, ვინისიუსის, ისკოს, ოდრიოზოლას, მარიანოს და კიდევ რამდენიმე ფეხბურთელის გაყიდვა.
- 25 იანვარი 2021
- 9 813
- 17