„რეალი“ მარსელოს შეცვლად რეგილონით აპირებს
სერხიო რეგილონს „ტოტენეჰთან“ მრავალწლიანი კონტრაქტი აქვს, მაგრამ სამეფო კლუბს ესპანელი განაპირა მცველის დამატება 2022 წლის ივნისამდე შეუძლია, ვინაიდან შეთანხმებაში ეს დეტალიც არის გათვალისწინებული.
„მერენგებმა“ ლონდონური მხარისგან 35 მილიონი ევრო მიიღეს, ხოლო თუ 2022 წლამდე მის დაბრუნებას გადაწყვეტენ, „ტოტენჰემისთვის“ 10 მილიონით მეტის, ანუ 45 მილიონის გადახდა მოუწევთ.
ფერლან მენდი ფიზიკურად ძალიან ძლიერია და სტაბილურად გამოდის, მაგრამ მადრიდში მისი საფეხბურთო ინტელექტი არ აკმაყოფილებთ, რეგილონის შემთხვევაში კი შეხედულებები რადიკალურად განსხვავებულია.
სერხიომ პრემიერლიგასაც შესანიშნავად აუღო ალღო და დაამტკიცა, რომ საოცარი ფეხბურთელია.
პერესი აპირებს, რომ ვიეირა გაუშვას, მისი ჩანაცვლება კი სწორედ 24 წლის ფეხბურთელით მოახდინოს.
რეგილონმა „ტოტენეჰემში“ მიმდინარე სეზონში მატჩების 75% სასტარტო შემადგენლობაში დაიწყო, მის ანგარიშზე 3 საგოლე გადაცემაც არის.
- 24 იანვარი 2021
- 889
- 2
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.