ცნობილია 4 მწვრთნელი, რომელმაც შესაძლოა „რეალში“ ზიდანი შეცვალოს!
ფლორენტინო პერესი მრავალი მიმართულებით მუშაობს. ზინედინ ზიდანის მომავალი საკმაოდ „მკვეთრი“ კითხვისნიშნის ქვეშ დგას.
მადრიდელები ზიზუს უმთავრეს შემცვლელად მაურისიო პოჩეტინოს განიხილავდნენ, მაგრამ არგენტინელმა სპეციალისტმა „პსჟ“ ჩაიბარა და იქედან ზაფხულში წამოსვლის შანსი ნულოვანია.
ამ ეტაპზე „რეალს“ ჰყავს 4 ფავორიტი - მასიმილიანო ალეგრის, ჟულიან ნაგელსმანის, ჟოზე მოურინიოსა და რაულ გონსალეს ბლანკოს სახით.
„ალავესთან“ მატჩის შემდეგ ჟურნალისტებთან შეხვედრისას ბუტრაგენიომ საკმაოდ საინტერესო განცხადებები გააკეთა და ზიზუს წასვლაც არ გამორიცხა. „ვნახოთ რა მოხდება“-სწორედ ასე უპასუხა ბუტრამ პრესის წარმომადგენლის კითხვას ფრანგი ლეგენდის შესახებ.
მასიმილიანო ალეგრი ამჟამად უმუშევარია და მისი სათავეში მოსვლა უმარტივესი იქნება, ისევე როგორც რაულ გონსალესის, რომელიც „კასტილიას“ უდგას სათავეში, თუმცა ის გამოუცდელია და ამხელა პასუხისმგებლობის აღება საკმაოდ დიდ რისკებთან არის დაკავშირებული.
რაც შეეხებათ ნაგელსმანს და მოურინიოს. ბუნდესლიგიდან ჟულიანის წამოყვანა საკმაოდ ხმაურიანი შეთანხმება იქნება, ისევე როგორც „განსაკუთრებულის“ პრემიერლიგიდან დაბრუნება, თუმცა ეჭვი არავის ეპარება, რომ როგორც ნაგელსმანს, ასევე ჟოზეს სურთ მსოფლიოს საუკეთესო კლუბის სათავეში ჩადგომა.
- 24 იანვარი 2021
- 4 878
- 4
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.