„რეალს“ მომდევნო კვირაში ბეტონი ავარჯიშებს
„რეალის“ ფეხბურთელები მთელი მომდევნო კვირის მანძილზე დავიდ ბეტონის მითითებებს შეასრულებენ. ზინედინ ზიდანი თავს კარგად გრძნობს, თუმცა კარანტინის ვადის გასვლამდე იზოლაციაში მოუწევს ყოფნა. უკვე დადასტურებულია, რომ „ლევანტესთან“ მატჩში გუნდს მოედანზე დავიდი გაიყვანს.
მომდევნო კვირის გეგმა უკვე შედგენილია, რომლის ხელმძღვანელის სწორედ ბეტონი გახლავთ.
ეჭვი არავის ეპარება, რომ დავიდი ზიზუსთან მუდმივად გაივლის კონსულტაციებს და ინტენსიურ კავშირზე იქნება, თუმცა ვარჯიშებს სწორედ ის წარუძღვება.
- 24 იანვარი 2021
- 781
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.