„რეალმა“ ზიდანის შემცვლელს მიაგნო!
არაერთი ესპანური გამოცემა იუწყება, რომ მადრიდის „რეალმა“ ზინედინ ზიდანის შემცვლელს მიაგნო და ზაფხულში სამეფო კლუბსა და ფრანგ ლეგენდას შორის მეგობრული გამომშვიდობება მოხდება.
ფლორენტინო პერესის ფავორიტი ჟულიან ნაგელსმანია, რომელიც „რეალის“ რადარზე ადრეც იყო, თუმცა ახალგაზრდა სპეციალისტი გერმანიაში დარჩა.
არაერთი ექსპერტი პერესს ურჩევს, რომ არჩევანი აღარ შეცვალოს, ვინაიდან ნაგელსმანს უყვარს შეტევა და სანახაობრივი ფეხბურთი, რაც „რეალს“ ახლა ყველაზე მეტად სჭირდება.
OKDiario-ს ინფორმაციით, „მერენგები“ ჟულიანთან კავშირზე უკვე გავიდა და სამომავლო გეგმები გააცნო.
- 23 იანვარი 2021
- 6 379
- 2
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.