„რეალმა“ „ალავესთან“ მატჩისთვის მზადება დაასრულა
მადრიდის „რეალის“ ფეხბურთელებმა ლა ლიგის მომდევნო ტურისთვის მზადება დაასრულეს. სესია დავიდე ბეტონიმ ჩაატარა, ვინაიდან ზინედინ ზიდანი კოვიდდადებითია.
ვარჯიშზე გუნდი ორად გაიყო და სხვადასხვადა დავალება შეასრულა.
ვალვერდე ტრავმირებულია, ის როდრიგოსთან ერთად აღდგენით პროცესს გადის. ამასთანავე დახურულ კარსმიღმა ივარჯიშეს ოდეგორმა და სერხიო რამოსმა.
დანი კარვახალი სესიის გარკვეული ნაწილი გაზონზე იყო, შემდეგ კი ინდივიდუალურად ივარჯიშა.
ვარჯიშზე დიდი ყურადღება დაეთმო ბურთის ფლობას, კარში დარტყმებსა და პრესინგს. ხვალ „ბლანკოსის“ მეტოქე „ალავესი“ იქნება.
- 22 იანვარი 2021
- 1 166
- 11
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.