მბაპე და სალაჰი „რეალში“, მთავარ მწვრთნელად კი იურგენ კლოპი
ესპანური გამოცემების არაერთი ანალიტიკოსი იუწყება, რომ მადრიდის „რეალს“ წარმატების მისაღწევად დიდი რეფორმები სჭირდება...
გუნდს მხოლოდ 1 გამტანი ნამდვილად არ ეყოლება და კომპლექსური მიდგომებია საჭირო. არაერთი ექსპერტი მიიჩნევს, რომ ფლორენტინო პერესმა ამ ეკონომიკური კრიზისის დროს არსებული პრობლემები სათავისოდ უნდა გამოიყენოს.
დღეს ფეხბურთელების ფასი ნამდვილად არ არის ისეთივე, როგორიც კორონაპანდემიამდე იყო, ამიტომ გარკვეული გრძელვადიანი პერსპექტივების დასახვა შესაძლებელია.
ესპანეთში პერესს ურჩევენ, რომ წინა ხაზში მბაპე და სალაჰი დაიმატოს, მთავარ მწვრთნელად კი იურგენ კლოპი მოიყვანოს, რომელსაც მიმდინარე სეზონში ბევრი პრობლემა შეექმნა.
მადრიდში არც მიესალმებიან მასიმილიანო ალეგრის და ჟოზე მოურინიოს კანდიდატურების განხილვას, თუმცა რაულის დაწინაურებას ბევრი უჭერს მხარს.
ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, ეგვიპტურ-ფრანგული დუეტის შესაძენად „მერენგებს“ დაახლოებით 280-300 მილიონი ევრო დასჭირდებათ. თუნდაც 1 წლის წინ კი მათი შეძენა 400 მილიონთან იყო დაკავშირებული.
- 22 იანვარი 2021
- 3 610
- 6
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.