მადრიდში მოურინიოს დაბრუნების საკითხსაც განიხილავენ
ესპანური და ბრიტანული გამოცემების ცნობით, ფლორენტინო პერესი „რეალის“ სათავეში ჟოზე მოურინიოს დაბრუნების საკითხს განიხილავს.
ფეხბურთის პორტუგალიელ სპეციალისტს „ტოტენჰემთან“ მრავალწლიანი კონტრაქტი აკავშირებს, მაგრამ ეჭვი არავის ეპარება, რომ თუ „რეალისგან“ სერიოზულ შეთავაზებას მიიღებს, ინგლისს დაემშვიდობება და „ბლანკოსს“ ჩაიბარებს.
პერესი მოურინიოს დაბრუნებაზე მაშინაც ფიქრობდა, როდესაც სანტიაგო სოლარი გაუშვა და ზიზუ დააბრუნა, თუმცა მაშინ შეთანხმება ვერ შედგა.
- 21 იანვარი 2021
- 2 307
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.