ზიდანს „რეალიდან“ უშვებენ? - ლეგენდა გადაწყვეტილების მოლოდინშია

„ალკოიანოსთან“ მატჩმა „რეალის“ პრეზიდენტი ძალიან გააბრაზა.

ესპანური გამოცემების ცნობით, ზიდანი გაშვების პირასაა. პერესი ამ სამარცხვინო მატჩს მთავარ მწვრთნელს არ აპატიებს.

რამდენიმე ავტორიტეტული გამოცემის ცნობით, ზიზუს გაშვება ძალიან რეალურია და გადაწყვეტილება მალე იქნება მიღებული.

  • Hala
  • 21 იანვარი 2021
  • 2 106
  • 5

1

21 იანვარი 2021 11:27

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
gaajmevinon chaisvara imena

2

21 იანვარი 2021 11:53

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 1 265
ციტატა: king1
gaajmevinon chaisvara imena

3 ლიგა რო დადო, მაშინ ხო მაგარი იყო.

3

21 იანვარი 2021 12:12

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
რეალურად შევხედოთ სურათს - ამ დიდებულ ადამიანს და გენიალურ ფეხბურთელს არ აქვს დიდი სამწვრთნელო ცოდნა და არ შეუძლია მართოს ასეთი გუნდი. ზიდანის ავტორიტეტი და მოტივაცია ყოველთვის იმუშავებს დიდ ვარსკვლავებთან, რადგან ასეთ ფეხბურთელებს შეუძლიათ მოედანზე ზიდანის გარეშეც დადონ საუკეთესო შედეგი. ზოგმა შეიძლება თქვას, რომ იგივე გუნდი არ რყავდა ბენიტესს,ლოპოტეგს და ა.შ.? დაგეთანხმებით, რომ იგივე გუნდი ყავდა, მაგრამ როცა მთავარ მწვრთნელს უფრო დაბალი ავტორიტეტი აქვს კლუბში, ვიდრე კლუბის რამდენიმე მოთამაშეს, რათქმაუნდა ის კლუბი შედეგს ვერ დადებს.მარტივ ლოგიკამდე მივიდეთ, გუნდში გყავს მსოლფიოს საუკეთესო ფეხბურთელი(რონალდო) რომელიც სეზონში დაახლოებით 50 გოლამდე იტანს. უცბათ მიდის გუნდიდან და გრჩება მარიანო და ბენზემა. კარგი დაცვა)რამოსი,მარსელო,კარვახალი) კარგი ნახ(კროსი,მოდრიჩი კაზე.) შედიან ასაკში, ვეღარ არიან ისეთები, როგორც ადრე და თან იწყება პანდემია, რაც კლუბს უდიდეს ფინანსურ ზიანს აყენებს. ამ დროს ზიდანის ამოცანაა, რომ მოიყვანოს პოგბა,სალაჰი,ჰალანდი,მბაპე და ა.შ. სწორედ ვარსკვალევბი, რომლებიც ზიდანის საქმის 90% თავად გააკეთებენ და ზიზუს მიეწერება ტიტულები. ამას კლუბი ვერ აკეთებს გარკვეული მიზეზების გამო, ამ დროს ზიდანი არც კი ცდილობს, რომ შეკრას გუნდი სხვანაირად. მოიყვანოს უფრო დაბალბიუჯეტიანი, თუმცა კარგი ფეხბურთელები და ააშენოს გუნდი, თუნდაც აკადემიიდან დააწინაუროს და შანსი მიცეს რამდენიმე მოთამაშეს. ამას არ გააკეთებს, რადგან საკუთარი თავის იმედი არ აქვს. მარტივია: ფეხბურთელები მჭირდება,მაგრამ არ მყავს. საბოლოო ჯამში ყველაფერში დამნაშავე ხდება პერესი. როცა მთვარი მწვრთნელი ხარ ზიდანი, როცა კადისს, ხიხონს, ვალიადოლიდს, ალკოიანოს და ასეთი დონის გუნდებს ვერ უგებ და გამართლება არის ის, რომ თურმე გუნდს არ ყავს ფეხბურთელები ცოტა სასაცილოა. მარტო ასენსიოს და ვალვერდეს წლიური ხელფასია ჩამოთვლილი გუნდების მთლიანი ბიუჯეტი, რა ფეხბურთელები არ გყავს, რომ ალკოიანოს და კადის მოუგო?... საფეხბურთო ცოდნაა საჭირო, რომ ყველა პოზიციაზე ვარსკვლავები გყავდეს და კარგი ფეხბურთი ათამაშო, მაგრამ კაი ტაქტიკოსობაა საჭირო, რომ არ გყავდეს ყველა ვარსკვლავი,მაგრამ კარგი და გამართული ფეხბურთი ითამაშო. ის რო მოდრიჩი ცენტრიდან პასს დახატავდა და რონალდო შეაგდება, ეგ სულაც არ მეტყველებდა, რომ ზიდანი რამე განსაკუთრებულს აკეთებდა. თუნდაც ფინალი იუვესთან მთელი შესვენება ფურცელი არ ამოუღია და რამე მონახაზი არ გაუკეთებია, სიტყვით და შემართებით და ფსიქოლოგიურად განაწყო გუნდი და ეგ იყო. ახლა სად უნდა ველოდოთ ახალ რონალდოს? გაახალგაზრდავებულ მარსელოს, რამოს დ ამოდრიჩსს? ნებისმიერი კარგი მწვრთნელი აი ზუსტად ამ გუნდით დადებდა შედეგს.

ციტატა: nika 54
ციტატა: king1
gaajmevinon chaisvara imena

3 ლიგა რო დადო, მაშინ ხო მაგარი იყო.


კაი რაა. ეგ 3 ლიგა რო დადო გადახედე იმ გუნდების ფორმას რა დღეში იყვნენ და რეებს ფაფხურობდნენ. ატელტიკოსთან რამოსის მიერ მოგებული ფინალი და მერე 11 მეტრიანებში, სუფთა საფეხბურთო ლატარეა იყო. ხო სულ ზიდანმა მოიგო, 93 წუთზე ჩემმა ლომაა და ისტორიაში საუკეთესო მცველმა რამოსიტომ რო გაათანაბრა. ერთი მაგარი გამოთქმა აქვს ფერგის. მომეცით ზიდანი და 10 ხე და ჩემპიონთა ლიგას მოვიგებო :) ხოდა ეგ თემა იყო ზუსტად რა. რონალდოს გამცერებელი მაშინ არავინ არ იყო და არც იმ დაცვის და ნახევარდაცვის რაც მაშინ იყო. ზიდანს ძალიან დიდი მადლობა, 3 ლიგისთვის, ვარსკვალევბთან მუშაობისთვის და მისმა ავტორიტეტმა იმუშავა ძალიან მაგრა და მაგის არ დანახვა არ შეიძ₾ება,მარა დროა წავიდეს. რაც იწყება ის ოდესღაც მთავრდება

4

22 იანვარი 2021 02:59

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
ზიდანმა გაანადგურა გუნდი

5

22 იანვარი 2021 13:09

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 2 117
ზიდანის დამსახურების არ დანახვა უბრალოდ ღორობაა.მან შეუძლებელი შეძლო,როცა 3 ლიგა ზედიზედ მოიგო და რეალი მსოფლიოს დაუმარცხებელ გუნდად აქცია.თუმცა,რონალდუ,ბრეილი,რამოსი კაზე და სხვა ფეხბურთელების წვლილიც არ უნდა დავივიწყოთ.პირველი შეცდომა პერესმა დაუშვა,როცა ის ფეხბურთელი გაუშვა გუნდიდან,რომელიც სეზონში 50-60 ბურთს ირანდა და მასზე იყო აწყობილი მთელი გუნდი.კრიშტიანუ რონალდოსაც და სხვა ზემოთ ჩამოთვლილ ფეხბურთელებსაც აქვთ ლომის წვლილი მაგ გამარჯვებებში.ასე,რომ მხოლოდ ზიდანის ბრალი არ არის რეალის გაფარჩაკება,პერესი უფროა დამნაშავე.

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 14
2 ვინისიუსი 8
3 აიოზე 7
4 რაფინია 6

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2024 (227)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)
მაისი 2024 (385)