"მილანი" დიარას შეძენას აპირებს
როგორც ჩანს, ზაფხულის სატრანსფერო პერიოდი დიარასთვის კლუბის გამოცვლით დასრულდება. იტალიური კლუბი "მილანი" მადრდის "რეალს" მალელი ფეხბურთელის სანაცვლოდ არაუმეტეს 10 მილიონ ევრის სთავაზობს.
"მილანს" აფრიკელი ფეხბურთელით ნახევარდაცვის გაძლიერება აქვს განზრახული. იტალიური პრესისი ცნობით, ადრიანო გალიანიმ სამეფო კლუბს 10 მილიონი შესთავაზა. იმ შემთხვევაში, თუ მაჰამადუ დიარა იტალიაში გადაბარგდება, მისი წლიური ანაზღაურება 3.5 მილიონ ევროს შეადგენს.
ინფორმაციის წყარო: Marca.com
- 7 ივნისი 2010
- 1 548
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.