„სოსიედადი“ ოდეგორს ახლავე ითხოვს
რეალ „სოსიედადი“ მზად არის, მარტინ ოდეგორი იანვრის ბოლომდე დაიბრუნოს.
ზინედინ ზიდანის გადაწყვეტილება, რომელიც ოდეგორის „ლა კოპას“ განაცხადიდან მოხსნას უკავშირდებოდა, ბოლო წვეთი აღმოჩნდა. ნორვეგიელი აქტიურად ეძებს ახალ კლუბს.
ესპანური გამოცემების ცნობით, „სოსიედადი“ მზად არის, მარტინი 31 იანვრამდე კვლავ იჯარით წაიყვანოს და ამასთანავე გამოსყიდვის უფლებაც მიეცეს.
გარდა ბასკური კლუბისა, მარტინის დამატებით ჰოლანდიური გუნდებიც ინტერესდებიან.
- 20 იანვარი 2021
- 873
- 3
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.