„ალკოიანოსთვის“ მზადება დასრულდა, რამოსმა სრულად ვერ ივარჯიშა
„რეალის“ ფეხბურთელებმა „ლა კოპასთვის“ მზადება დაასრულეს.
ზინედინ ზიდანის განკარგულებაში ტრავმირებული როდრიგოს და დანი კარვახალის გარდა ყველა მოთამაშე გახლდათ.
სერხიო რამოსმა ვარჯიშის გარკვეული ნაწილი გაზონზე გამართა, ხოლო შემდეგ სატრენაჟორო დარბაზში გადაინაცვლა და განცალკევებით ირჯებოდა.
ზიზუმ გუნდი ორად გაყო და სხვადასხვა დავალება მისცა. ყურადღება გამახვილდა, როგორც ტაქტიკურ მონახაზებსა და ბურთის ფლობაზე, ასევე კარში დარტყმებსა და პრესინგზე.
ხვალ „ბლანკოსი“ სამეფო თასის მომდევნო ეტაპისთვის იბრძოლებს, მატჩი თბილისის დროით 23:55 საათზე შედგება.
- 19 იანვარი 2021
- 692
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.