გადამწყვეტი ეტაპი - „პსჟ“-მ ნეიმარის და მბაპეს ახალი კონტრაქტები მოამზადა!
ფრანგული გამოცემების ცნობით, „პსჟ“-მ ნეიმარისა და კილიან მბაპესთვის ახალი კონტრაქტები მოამზადა.
ამ ამბავს წინ უძღვოდა ლეონარდოს ვრცელი ინტერვიუ პრესასთან, სადაც ის პირდაპირ აცხადებს, რომ „პსჟ“ არავის არ შეევედრება დარჩენას და თუ ვინმეს წასვლა სურს, პარიზული კლუბის ხელს არავის შეუშლის.
პარიზში იწყებენ სრულიად ახალ, გრანდიოზულ პროექტს, სადაც ბუნებრივია, მბაპე და ნეიმარი მოიაზრებიან, თუმცა პოჩეტინო სხვა ფეხბურთელებზეც აკეთებს გათვლას.
მომზადდა ახალი კონტრაქტები, რომელსაც ნეიმარი და მბაპე მიიღებენ. პარიზული კლუბი მზად არის, ორივე მოთამაშესთან 2026 წლამდე ითანამშრომლოს. 99%-ით გადაწყვეტილია, რომ ნეი ახალ ხელშეკრულებას ხელს მოაწერს, მბაპეს კი ბოლო გამოცდის ჩაბარება მოუწევს.
თუ კილიანი ახალ კონტრაქტზე მეოთხედ იტყვის უარს, „პსჟ“ მასთან თანამშრომლობაზე აღარ იზრუნებს, რაც იმას ნიშნავს, რომ ზაფხულში მოთამაშე აუცილებლად წავა სამეფო კლუბში.
- 19 იანვარი 2021
- 5 042
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.