ჟირუს აგენტი მიჩელ მანუელო „რეალის“ წარმომადგენლებს ესაუბრა
ოლივიე ჟირუ შესაძლოა მართლაც გახდეს მადრიდის „რეალის“ ფეხბურთელი.
ესპანური და ბრიტანული გამოცემების ცნობით, ფრანგი ფორვარდის აგენტი, მიჩელ მანუელო სამეფო კლუბის წარმომადგენლებს ესაუბრა.
მსჯელობა 6 თვიან საიჯარო ხელშეკრულებაზე მიმდინარეობს. ჟირუს „ჩელსიდან“ წასვლა სურს, ვინაიდან მოედანზე ფაქტობრივად არ სჩანს.
თუ „რეალი“ 6 თვიან იჯარაზე თანხმობას განაცხადებს, ფრანგი მზად არის, თეთრი მაისური მოირგოს.
- 19 იანვარი 2021
- 846
- 2
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.