ლეონარდო:„„პსჟ“-ში მხოლოდ ის ფეხბურთელები ითამაშებენ, ვისაც აქ დარჩენა სურს“
ლეონარდომ „პსჟ“-ს გეგმებთან დაკავშირებით საკმაოდ ხმაურიანი განცხადება გააკეთა.
„მბაპეს და ნეიმარის ახალი კონტრაქტები? პირდაპირ გეტყვით, რომ „პსჟ“-ში მხოლოდ ის ფეხბურთელები დარჩებიან სათამაშოდ, ვისაც სწამს ჩვენი დიდი გეგმების და ოცნებების ასრულების. პოჩეტინოსთან ერთად სრულიად ახალი ერა იწყება.“
„კილიანის წასვლა „რეალში“? თუ მას წასვლს სურს და ამას დააფიქსირებს, „პსჟ“ არ დააყოვნებს, ვინაიდან გუნდის პოლიტიკა ასეთია, ჩვენ მხოლოდ ერთგულ მოთამაშეებზე ჩამოვალთ ფსონს.“
„მესი ნამდვილად არის ის ფეხბურთელი, რომელიც „პსჟ“-ს ხელმძღვანელობის სასურველი ტრანსფერების სიაშია, თუმცა ამაზე საუბარს ახლა ნაადრევად მივიჩნევ.“
- 18 იანვარი 2021
- 4 394
- 3
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.