სერხიო აგუერო მადრიდის „რეალში“?
ბრიტანული გამოცემების ცნობით, სერხიო აგუერომ შესაძლოა სამეფო კლუბის მაისური მოირგოს.
32 წლის ფორვარდს „სიტისთან“ კონტრაქტი 6 თვეში ეწურება და განახლებას აღარ გეგმავს.
არგენტინელზე არაერთი კლუბი აცხადებს პრეტენზიას, თუმცა ბოლო დროს მადრიდის „რეალი“ ძალიან სერიოზულად გააქტიურდა და შესაძლოა კუნი მართლაც ვიხილოთ ესპანეთის დედაქალაქში.
საქმეს ის უშლის ხელს, რომ სერხიო „ატლეტიკოს“ ღირსებას იცავდა და „რეალთან“ არც ისე კარგი მოგონებები აკავშირებს.
შეთანხმების შემთხვევაში, პერესი აგუეროსთან 2 წლიან კონტრაქტს მოაწერს ხელს.
- 17 იანვარი 2021
- 2 900
- 3
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.