„რეალი“ ტრანსფერებისთვის 400 მილიონიან კრედიტს გააკეთებს!
ესპანური გამოცემების ცნობით, მადრიდის „რეალმა“ ერთ-ერთ ესპანურ ბანკთან, რომელიც კლუბის პარტნიორია შეთანხმებას მიაღწია.
საუბარია 400 მილიონი ევროს სესხის სახით აღებაზე, რომელსაც კლუბის ბიუჯეტი 12 წლის განმავლობაში დაფარავს.
ფლორენტინო პერესის სესხის გარეშე მეგატრანსფერებს ვერ გაჩარხავს, ვინაიდან კლუბში ფინანსური კრიზისია.
რა თქმა უნდა უპირველესი მიზანი კილიან მბაპეს შეძენა იქნება, გარდა ამისა „რეალი“ სერიოზულად იმუშავებს ერლინგ ჰოლანდისა და ედუარდო კამავინგას ტრანსფერებზე.
ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, „ბლანკოსი“ ერთდროულად ინადირებს პაუ ტორესსა და მატის დე ლიხტხზე.
თავის მხრივ, ფლორენტინო პერესი ფეხბურთელების გაშვებაზეც ფიქრობს და გაყიდვებიდან დაახლოებით 150 მილიონიანი შემოსავლის მიღებას ვარაუდობს, რაც კლუბის ხელფასებსა და გრძელვადიან გეგმებში დაიხარჯება.
- 17 იანვარი 2021
- 9 729
- 3
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.