„ინტერი“ ჰაკიმის სატრანსფერო თანხას ვერ იხდის, „რეალმა“ პროცესი დაიწყო
არაერთი ავტორიტეტული იტალიური და ესპანური გამოცემა იუწყება, რომ მილანის „ინტერმა“ ყველა ვადას გადააცილა, რომელიც აშრაფ ჰაკიმის სატრანსფერო ღირებულების გადახდას უკავშირდებოდა.
სამეფო კლუბმა მაროკოელი ფეხბურთელის დაბრუნების პროცესი დაიწყო. მისი ღირებულება 40 მილიონი ევრო გახლდათ, თუმცა ამ დრომდე „რეალის“ ბიუჯეტში არცერთი ევრო არ ჩარიცხულა.
თავის მხრივ, მადრიდში ხვდებიან, რომ ჰაკიმის გაყიდვა ძალიან სერიოზული შეცდომა იყო, ვინაიდან ის იტალიაში ვარსკვლავებს ეთამაშება, „რეალს“ კი მარჯვენა ფლანგზე მუდმივად პრობლემა აქვს.
იტალიური გამოცემების ცნობით, ჰაკიმი სამეფო კლუბში დაბრუნებასთან ძალიან ახლოს არის.
- 17 იანვარი 2021
- 3 845
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.