ვალდანო:„„რეალი“ მხოლოდ მაშინ იგებს, როდესაც ვასკესი მარჯვენა შემტევად თამაშობს“
ხორხე ვალდანოს აზრით, „რეალის“ მთავარი პრობლემა შეტევის ხაზია.
„„რეალი“ ვერ უტევს, აქედან გამომდინარე, როდესაც კლუბი 2:0-ს აგებს, „ქამბექი“ ფაქტობრივად წარმოუდგენელია.“
„სამეფო კლუბი მხოლოდ მაშინ იგებს, როდესაც ლუკას ვასკესი მარჯვენა შემტევად თამაშობს, როგორც იქ სხვა ფეხბურთელი ჩნდება, კლუბს უჭირს. შეგიძლიათ გადახედოთ განვლილ დაპირისპირებებს და მიხვდებით, რომ ჩემი კომენტარი მხოლოდ არგუმენტებზე ეფუძვნება.“
„ასენსიო ძალიან ნიჭიერია, მისი კლასი კიდევ უფრო ამაღლდა, თუმცა ფაქტია, რომ ზიდანის გუნდის შეტევითი პოტენციალი კიდევ უფრო რეგრესირებს. ვერ ვიხსენებ დროს, როდესაც „მერენგებს“ ასევე სუსტი თავდასხმა ჰყავდათ.“
- 15 იანვარი 2021
- 1 359
- 2
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.