იმაზე „თეთრი“ ვიდრე „თქვენ“ ფიქრობთ. მითი და რეალობა. ნაწილი III
1929 წლიდან 1953 წლამდე, "მადრიდის რეალმა" 22 შესაძლო ტიტულიდან, მხოლოდ ორის მოგება მოახერხა და ის ორიც სანამ ომი დაიწყებოდა. 1953 წლიდან მოყოლებული თერთმეტი წლის განმავლობაში, როცა დი სტეფანო მოვიდა "მადრიდის რეალში" კლუბმა მოიგო 8 ჩემპიონატის, 2 ე.წ. "Latin Cups"–ის, 5 ჩემპიონთა ლიგის თასი და ერთიც საკონტინენტთაშორისო თასიც. დი სტეფანოსთვის იმ პერიოდში "ბარსელონაც" იბრძოდა, მაგრამ საბოლოოდ არგენტინელი "თეთრების" შემადგენლობაში აღმოჩნდა. დღესდღეობით "ბარსელონისტებში" ყველაზე გავრცელებულ ბრალდებას "თეთრების" მიმართ სწორედ დი სტეფანოს გადმოყვანაში ფრანკოს რეჟიმის წარმომადგენელთა ჩარევა წარმოადგენს. ისინი აცხადებენ, თითქოსდა სწორედ ზემოთხსენებული რეჟიმის დახმარებით მოახერხა "მადრიდის რეალმა" მათთვის არგენტინელის "აწაპვნა" (ბოდიშით ჟარგონისთვის.). მაგრამ როგორც სხვა უმეტეს შემთხვევაში, აქაც რეალობა სულ სხვაა. ყველაფერი, რაზეც ქვევით იქნება საუბარი გადამოწმებადია.
ის, რაც რეალურად მოხდა ანუ უბრალოდ ფაქტები.
ალფრედო დი სტეფანო "მადრიდის რეალის" გულშემატკივრებისთვის ცნობილი გახდა კლუბის საიუბილეო 50–ე წლისთავთან დაკავშირებული ღონისძიების ფარგლებში ბოგოტას "მილონარიოსის" წინააღმდეგ გამართული შეხვედრის შემდეგ. "მადრიდის რეალის" წარმომამდგენელის ყურადღება მაშინვე მიიპყრო "მილონარიოსის" მე–9 ნომერმა, მაგრამ მაშინ შეუძლებელი იყო ფეხბურთელთან კონტრაქტის გაფორმება, ამის მიზეზი კი ე.წ. "Pact of Lima" გახლდათ, რაც ფეხბურთელის კლუბში გადმოყვანასთან დაკავშირებით პრობლემებს ქმნიდა.
რამდენიმე წლის წინ , ალფრედო დი სტეფანო არგენტინის საფეხბურთო ლიგის ნამდვილი სენსაცია გახდლათ. 1947 წელს ის "რივერ პლეიტში" გამოდიოდა და მაშინ მან 27 გოლის გატანა მოახერხა. მაგრამ მის ირგვლივ სიტუაცია მალევე შეიცვალა. მას დაეძაბა ურთიერთობა "რივერ პლეიტის" მესვეურებთან და იძულებული გახდა კოლუმბიაში წასულიყო, ასევე მას გარკვეული პერიოდი, კერძოდ კი 1949 წლის მაისამდე აკრძალული ქონდა თამაში. მან "რივერ პლეიტი" იმავე წლის აგვისტოში დატოვა.
იმ პერიოდში კოლუმბიის ფეხბურთში გარკვეული გარდაქმნები მიმდინარეობდა. კლუბის მესვეურებმა დატოვეს "Federación Colombiana" და ჩამოაყალიბეს "Asociación Colombiana" , რომელიც დაკავებული იყო ფეხბურთელების შეძენით და მათში დიდ თანხებს იხდიდა. ამ ფეხბურთელებს შორის იყო დი სტეფანოც, რომელმაც კონტრაქტი ბოგოტას "მილონარიოს"–თან გააფორმა. FIFA არ აღიარებდა ახალი ასოციაციის უფლებებს, რის შედეგადაც დაიწყო კონფლიქტი, რომელიც 1951 წელს იქნა მოგვარებული. სწორედ მაშინ გაფორმდა ე.წ. "Pact of Lima". ამის მიხედვით, FIFA ფეხბურთელების ყიდვა–გაყიდვის უფლება 1954 წლის 31 დეკემბრამდე დაუტოვა იმჟამინდელ მფლობელებს, ხოლო 1954 წლის 31 დეკემბრის შემდეგ, ფეხბურთელზე უფლებები დაუბრუნდებოდა მის ადრინდელ მფლობელს, დი სტეფანოს შემთხვევაში ეს "რივერ პლეიტი" იქნებოდა.
არგენტინელი კოლუმბიაში უკეთესი პროფესიონალური კარიერის საძიებლად ჩამოვიდა, მაგრამ ამ ქყეყანაში სიტუაცია ყოველ წუთს იცვლებოდა. შედარებით უფრო და უფრო ნაკლები ხალხი დადიოდა ფეხბურთის სანახავად. ამის გამო, ფეხბურთელებს ძალიან უჭირდათ საკუთარი ანაზღაურების მიღება. ჩილეში საშობაო ტურნეს დროს, რომელიც 1952 წელს განხორციელდა, დი სტეფანო პროტესტს გამოხატავს, მიემგზავრება ბუენოს აირესში და უარს ამბობს კოლუმბიაში დაბრუნებაზე, ამასთანავე ის გამოთქვამს ფეხბურთიდან წასვლის მზადყოფნას. FIFA ამასთან დაკავშირებით, ყველა ქვეყნის კლუბს მოუწოდებს, რომ ფეხბურთელთან კონტრაქტი არ გააფორმონ. ამის შედეგად 1953 წელს ფეხბურთელი უკვე ბუენოს აირესშია და მისთვის შეუძლებელია ნებისმიერ კლუბთან კონტრაქტის გაფორმება. ის ელოდება 1955 წელს და "რივერ პლეიტში" დაბრუნებას ("Pact of Lima"–ს მიხედვით 1954 წლის 31 დეკემბრინდა, ანუ 1955 წლიდან ის უკვე "რივერ პლეიტის" საკუთრება გახდება).
ამავდროულად, ესპანეთში კუბალას წყალობით, "ბარსელონა" ამყარებს საკუთარ ჰეგემონიას ესპანურ ფეხბურთზე. მათ მოახერხეს თასის მოგება 1951 და 1952 წლებში და ლიგის მოგება 1951–1952 წლებში. მაგრამ 1953 წელს კუბალას დაუსვევს საშიში დიაგნოზი, რომელიც ფეხბურთელის მომავალს ეჭვქვეშ აყენებდა. ამასთან დაკავშირებით, კლუბის პრეზიდენტმა ენრიკე მარტიმ (Enrique Martí) დაავალა ტექნიკურ მდივანს ჟოზე სამიტიერს (José Samitier) ახალი ვარსკვლავის შეძენა, რომელიც შეძლებდა კუბალას ჩანაცვლებას. "ბარსელონამ" ამის შემდეგ თვალი დი სტეფანოს დაადგა და დაიწყო მოლაპარაკებები "რივერ პლეიტთან" მიუხედავად იმისა, რომ ფეხბურთელზე უფლებები "მილონარიოსს" ეკუთვნოდა. მიუხედავად ამისა, "ბარსელონას" პრეზიდენტმა მიაღწია შეთანხმებას "რივერ პლეიტთან" და ფეხბურთელში 4 მლნ. პესო გადაიხადა. ამ შეთანხმების შედეგად , ფეხბურთელი "ბარსელონაში" 1955 წლის 1 იანვრიდან უნდა ჩარიცხულიყო.
1953 წლის 23 მაისს დი სტეფანო ჩადის ბარსელონაში. ამ დროისთვის კუბალას ჯამრთელობის მდგომარეობა სრულიად დამაკმაყოფილებელი იყო. შედეგად ფეხბურთელი სრულიად გამოჯამრთელდა და მისი დახმარებით კლუბმა თასისა და ლიგის მოგება შეძლო. ამის გამო კლუბი მიწვეულ იქნა "Pequeña Copa del Mundo"–ზე, რომელიც კარაკასში ტარდებოდა. "ბარსელონას" პრეზიდენტიც თან მიყვება კლუბს იმისთვის, რომ მოაგვაროს პრობლემები დი სტეფანოს ტრანსფერთან დაკავშირებით ამჯერად უკვე "მილონარიოსთან". "მილონარიოსის" პრეზიდენტი ფეხბურთელის უფლებების "ბარსელონასთვის" გადაცემაში 27 000 დოლარს ითხოვდა. ამაზე "ბარსელონას" პრეზიდენტი უარს აცხადებს და ამბობს, რომ ისინი დი სტეფანოს მთელი სეზონის განმავლობაში არ ათამაშებენ.
ამ სიტუაციაში. არც ერთ ესპანურ კლუბს არ ქონდა უფლებები დი სტეფანოზე , მითუმეტეს 1953–64 წლების სეზონში. FIFA–მ ესპანეთის ფებხურთის ფედერაციას განუცხადა, რომ სანამ ეს პრობლემა/ლპნფლიქტი არ მოგვარდებოდა, იქამდე ფეხბურთელზე ლიცენზიას არ გასცემდა. ორივე მხარისთვის აუცილებელი იყო შეთანხმების მიღწევა. ამ დროს, "ბარსელონას" პრეზიდენტი, ისე, რომ ფეხბურთელს არაფერს ეუბნება, ცდილობს იგი "იუვენტუსს" მიყიდოს, რამაც დი სტეფანოს გაღიზიანება გამოიწვია. მას შემდეგ, რაც "იუვენტუსმა" უარი განაცხადა ასეთ პრობლემური ფეხბურთელის შეძენაზე, "ბარსელონას" პრეზიდენტი უკავშირდება "რივერ პლეიტს" და გადახდილი თანხის უკან დაბრუნებას ითხოვს, რაზეც "რივერ პლეიტი" უარს უცხადებს. FIFA იღებს გადაწყვეტილებას შუამავლოს როლი ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის ყოფილ პრეზიდენტს მუნიეს კალეროს დააკისროს. კალერო მონაწილეობას იღებდა კუბალას ტრანსფერში. კალერო ასეთ გადაწყვეტილებას ღებულობს: დი სტეფანო "მადრიდის რეალის" შემადგენლობაში ითამაშებს 1953-1954 და 1955-1956 წლების განმავლობაში, ხოლო "ბარსელონაში" კი 1954–1955 და 1956–1957 წლებში. სწორედ ამის შემდეგ ორივე კლუბი ვალდებული იქნება გადაწყვიტონ ფებხურთელის მომავალი.
პირველად , ორივე კლუბმა თანხმობა განაცხადა ასეთ პირობებზე. მაგრამ , თავი ახალმა პრობლემამ იჩინა: 1954 წლის 24 აგვისტოდან მიღებულ იქნა კანონი უცხოელი ფებხურთელების შეძენის რეგულირების შესახებ. კანონის მიხედვით შესაძლებელი იყო იმ ფეხბურთელების შეძენა, რომლებთანაც მიმდინარეობდა მოლაპარაკებები 22 აგვისტომდე. 1953 წლის 22 სექტემბერს კასტილიის ფედერაციაში "მადრიდის რეალი" ადასტურებს დი სტეფანოს ლიცენზიას. რამდენიმე საათით ადრე კი გადადგა "ბარსელონას" პრეზიდენტი. გადადგომის მიზეზად დასახელებულ იქნა, მმართველობისას და ფეხბურთელთა ყიდვისას დაშვებული შეცდომები.
კომისიამ, რომელიც იხილავდა ფეხბურთელისთვის ლიცენზიის მიცემის საკითხს და რომელიც ბარსელონაში ტარდებოდა, მიიღო გადაწყვეტილება, რომ ლიცენზია მიეცათ "მადრიდის რეალის"–თვის, მაგრამ ამავდროულად "თეათრები" ვალდებული იყვნენ სრულად აენაზღაურებინათ კატალონიური კლუბის მიერ ფეხბურთელთან მოლაპარაკებისას დახარჯული სახსრები. ამ გადაწყვეტილების უკან შესაძლოა ბევრი მიზეზი ყოფილიყო, პირველი ის, რომ კუბალა სრულად იყო გამოჯამრთელებული, ხოლო დი სტეფანო პირველ რიგში მის შემცვლელად ჭირდებოდათ, მეორე, ის , რომ მწვრთნელ დაუჩიკს (Daucik) არ მოსწონდა ის ფაქტი, რომ დი სტეფანო პირველ სეზონს "მადრიდის რეალში" ჩაატარებდა. ასეა თუ ისე, კომისიამ ოფიციალურ მიზეზად ის დაასახელა, რომ "ბარსელონას" არ ეკადრებოდა ფეხბურთელის სხვა კლუბთან გაყოფა. 1953 წლის 25 ოქტომბერს, სანამ ეს ორი კლუბი ერთმანეთს "ჩამარტინზე" შეხვდებოდნენ, "ბარსელონამ" ხელი მოაწერა შეთანხმებას, რომლის მიხედვითაც დი სტეფანო "რეალის" ფეხბურთელი გახდა, ხოლო "თეთრებმა" კი კატალონიურ კლუბს 4 400 000 პესო გადაუხადეს. იმ შეხვედრაში, "მადრიდის რეალმა" "ბარსელონა" 5:0 გაანადგურა და დი სტეფანომ დუბლი გაიფორმა. ამის შემდეგ "მადრიდის რეალის" ოქროს ხანა დაიწყო.
ბარსელონისტთა ტყუილი
– იმის საწინააღმდეგოდ, რასაც ხშირად ამტკიცებენ "ბარსელონას" გულშემატკივრები, რომ თითქოსდა ბოგოტას "მილლონარიოსი" არ ფლობდა უფლებებს ფეხბურთელზე. სწორედ, რომ ეს კლუბი ფლობდა უფლებას ფეხბურთელზე და მას ქონდა სრული უფლება გაეყიდა ეს ფეხბურთელი და არა იგივე "რივერ პლეიტს". ასევე ტყუილია ის ფაქტი, თითქოსდა ფიფა მხარს უჭერდა "ბარსელონას"–ფიფამ განაცხადა, რომ ორივე კლუბი მართალი იყო და როგორმე უნდა მოეგვარებინათ ეს პრობლემა. თუ "ბარსელონა" გადაიხდიდა "მილონარიოსის" მიერ მოთხოვნილ თანხა, მაშინ ისინი შეძლებდნენ ფეხბურთელის შენარჩუნებას.
- 6 ივნისი 2010
- 3 799
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.