კურტუა:„ეს ძალიან მძიმე მარცხი იყო“
ტიბო კურტუამ „ბილბაოსთან“ დაპირისპირების შემდეგ ჟურნალისტებთან ისაუბრა.
„საკმაოდ მძიმე მატჩი გამოდგა და მძიმე მარცხიც ვიწვნიეთ. ჩვენ გვსურდა ფინალში გასვლა და არ ვნებდებოდით. მიუხედავად იმისა, რომ გუნდი 2:0-ს აგებდა, ბოლომდე იბრძოლა და ანგარიშის გათანაბრებასთან არაერთხელ იყო ახლოს.“
„ამ გუნდის სრული ნდობა მაქვს და ვთვლი, რომ ყველაფრის მოგება შეგვიძლია. საკმაოდ გრძელი და გამოწვევებით სავსე სეზონი გველის, რომელსაც აუცილებლად დავასრულებთ წარმატებით.“
„ამ სეზონში ჩვენი კარის მიმართულებით ბევრი პენალტი დაიდო, რაც თავისთავად სამწუხაროა.“
- 15 იანვარი 2021
- 689
- 2
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.