რამოსი:,,ძალიან გაბრაზებული ვარ"
სერხიო რამოსმა „ბილბაოსთან“ მატჩი შეაფასა.
„პირველ ტაიმში „რეალი“ თავის თავს არ ჰგავდა და დაისაჯა კიდევ. დიახ, მარსელინიოს გუნდმა 2 გოლი გაგვიტანა და ჩვენი ამოცანა უკიდურესად გართულდა.“
„მეორე 45 წუთში სამეფო კლუბმა საკუთარი ფეხბურთი ითამაშა, თუმცა ეს აღარ იყო საკმარისი. ასენსიოს საშინლად არ გაუმართლა, ასევე რამდენჯერმე მეც გადავგზავნე ბურთი კარის მიმართულებით. ვფიქრობ, მატჩის მიწურულს ჩემზე თამაშის წესები ირღვეოდა და პენალტის დანიშვნა სავსებით შესაძლებელი იყო.“
„ძალიან გაბრაზებული ვარ, ჩვენ წლის დაწყება თასით შეგვეძლო.“
- 15 იანვარი 2021
- 4 231
- 23