ზიდანი:,,იღბალი ჩვენს მხარეს არ იყო"
ზინედინ ზიდანმა „ბილბაოსთან“ მარცხის შემდეგ ჟურნალისტებთან ისაუბრა.
„ჩვენ საკმაოდ რთული მატჩი ჩავატარეთ. პირველ რიგში უნდა აღინიშნოს, რომ მეტოქემ 2 მომენტი შექმნა და 2 გოლი გაიტანა. პირველი ტაიმის დასრულების შემდეგ თამაშში გარდატეხის შეტანა გვმართებდა და ვფიქრობ, რომ მეტ გოლს ვიმსახურებდით. მხოლოდ ასენსიომ ერთხელ ძელს, ერთხელ კი ხარისხას გაარტყა ბურთი. ბენზემამ შესანიშნავად ითამაშა და 2 გოლი გაიტანა, თუმცა ერთ მომენტში მცირე მასშტაბის თამაშგარე დაინიშნა და გოლი არ ჩაითვალა. ასევე აღსანიშნავია, მატჩის მიწურულს რამოსის მომენტი, სადაც პენალტის დანიშვნის შემთხვევაში ვითარების შეცვლის შანსი კიდევ ერთხელ მოგვეცემოდა.“
„მატჩის შემდეგ ყველა ფეხბურთელს ვუთხარი, რომ ეს მარცხი მათი ბრალი არ არის, ამ საღამოს უბრალოდ იღბალი არ იყო ჩვენს მხარეს.“
„ახლა პესიმიზმის დრო არ არის, ლა ლიგისა და სამეფო თასის მატჩებზე უნდა გადავერთოთ და მაქსიმუმი გავიღოთ კარგი თამაშის საჩვენებლად. ძალიან სამწუხაროა სუპერთასის დათმობა, მაგრამ ფაქტს ვერ გავექცევით.“
„ბოლო მატჩებში 2 ფრე და 1 წაგება დავაფიქსირეთ, რაც თავისთავად ძალიან ცუდი შედეგია, ამიტომ მომდევნო მატჩებიდან სწორედ იმ წერტილს უნდა დავუბრუნდეთ, რომელზეც თუნდაც 2-3 კვირის წინ ვიდექით და ყველა მატჩის მოგებას ვახერხებდით.“
„აზარს ვენდობი, მის კლასში დარწმუნებული ვარ და მჯერა, რომ სულ მალე ბევრი გოლის გატანას შეძლებს.“
- 15 იანვარი 2021
- 4 821
- 4
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.