„რეალმა“ საწვრთნელი ბაზა „რაიო ვალეკანოს“ დაუთმო
მადრიდის „რეალი“ რამდენიმე დღეა მალაგაში იმყოფება და ესპანეთის სუპერთასისთვის ემზადება. შესაბამისად, „ვალდებებასის“ ბაზა თავისუფალია.
„რაიო ვალეკანოს“ ხელმძღვანელობამ ფლორენტინო პერესს თხოვნით მიმართა, რომელიც გუნდის „ვალდებებაზე“ ვარჯიშზე ნებართვას გულისხმობდა. „რაიოს“ ფეხბურთელები დიდთოვლობისა და შესაბამისი ინფრასტრუქტურის წყობიდან გამოსვლის გამო ვარჯიშს ვერ ახერხებდნენ.
„ვალეკანოს“ პერესისგან თანხმობა აქვს. „რეალმა“ თანაქალაქელს ბაზა დაუთმო. „ვალეკანო“ სამეფო კლუბის ბაზაზე იქამდე ივარჯიშებს, სანამ „ბლანკოსი“ ესპანეთის დედაქალაქს არ დაუბრუნდება.
- 14 იანვარი 2021
- 1 022
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.