რამდენ მილიონს მიიღებს „რეალი“, თუ სუპერთასს მოიგებს?
მადრიდის „რეალისთვის“ ესპანეთის სუპერთასის მოგება ფინანსური თვალსაზრისითაც ძალიან მნიშვნელოვანი იქნება.
უკვე დადგენილია, რომ გამარჯვების შემთხვევაში ფეხბურთელებს პრემიები არ გადაეცემათ, ვინაიდან კლუბში ეკონომიკური კრიზისია.
მხოლოდ მონაწილეობისთვის გუნდები 800 000 ევროს იღებენ, რაც იმას ნიშნავს, რომ თუნდაც წაგების შემთხვევაში „ბლანკოსის“ ანგარიშზე აღნიშნული თანხა ჩაირიცხება.
თუ „რეალი“ ფინალში წავა და წააგებს, კლუბის ბიუჯეტს 1.4 მილიონი ევრო შეემატება, ხოლო გამარჯვების შემთხვევაში „მერენგები“ 2 მილიონ ევროს მიიღებენ.
ესპანური გამოცემების ცნობით, გამარჯვებისა და 2 მილიონი ევროს მიღების შემთხვევაში, „ბლანკოსი“ ამ თანხას ლუკას იოვიჩის ხელფასში მიმართავს, რომელიც „აინტრახტთან“
ახლოს არის, თუმცა ფრანკფურტელები სერბის ხელფასის მხოლოდ 20%-ის გადახდას აპირებენ, ფლორენტინო პერესისთვის კი დამატებით მიღებული 2 მილიონი ამოცანას გაამარტივებს.
- 14 იანვარი 2021
- 3 257
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.