„რეალმა“ სუპერთასის ნახევარფინალისთვის მზადება დაასრულა
მადრიდის „რეალის“ ფეხბურთელებმა ესპანეთის სუპერთასის ნახევარფინალისთვის მზადება დაასრულეს.
ზინედინ ზიდანის განკარგულებაში 22 ფეხბურთელია, რომელმაც „ლა როსალედაზე“ ივარჯიშა.
მალაგაში შესანიშნავი კლიმატური პირობებია და ზიზუს გუნდს სრულფასოვანი სესიების ჩატარების საშუალება აქვს.
ვარჯიშზე დიდი ყურადღება დაეთმო ტაქტიკურ მონახაზებს, ბურთის ფლობის კომპონენტსა და პრესინგს.
მეკარეები გოლკიპერთა მწვრთნელთან ერთად ირჯებოდნენ, შემდეგ კი გუნდს შეუერთდნენ.
შეგახსენებთ, „ბილბაოსთან“ დაპირისპირება 14 იანვარს, თბილისის დროით 23:55 საათზე აიღებს სტარტს.
- 13 იანვარი 2021
- 874
- 4
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.