ლუკა მოდრიჩი:„მე მსურს „რეალთან“ კონტრაქტის გახანგრძლივება“
ლუკა მოდრიჩმა ესპანეთის სუპერთასის ნახევარფინალის წინ ჟურნალისტებთან შეხვედრა და პრესკონფერენცია გამართა.
„შესანიშნავად განწყობაზე ვართ. აბსოლუტურად მთელი ყურადღება „ბილბაოსთან“ მატჩზე გვაქვს გადატანილი და ვიმედოვნებ, გამარჯვებას მივაღწევთ.“
„ზიდანი ყოველთვის ყველას აძლევდა შესაძლებლობებს. შემადგენლობის დაკომპლექტების მხრივ მთავარი გადაწყვეტილების მიმღები ზიდანია, ამიტომ ყველა მას ემორჩილება.“
„ახალ კონტრაქტთან დაკავშირებით ჯერ-ჯერობით ვერაფერს გეტყვით. მოლაპარაკებები მიმდინარეობს და ვთვლი, რომ ყველაფერი სწორი მიმართულებით მიდის. ვნახოთ, საბოლოო ჯამში რა შედეგს მივიღებთ.“
„ჩვენ არ ვეძებდით ცუდი თამაშის მიზეზებს, ამიტომ ხავიერ ტებასს ვერ დავეთანხმები, თუმცა ეს უკვე ჩავლილი საკითხია და ვეღარ გამოსწორდება. ის, რომ პამპლონაში საშინელი პირობები იყო და გუნდს შესაძლებლობების სრული გამოვლენა არ შეეძლო ფაქტია.“
„სერხიო რამოსისა და გუნდის ხელმძღვანელობის მოლაპარაკებებზე ნამდვილად ვერ გავაკეთებ კომენტარს. ამ შემთხვევაშიც მიმდინარეობს პროცესი, რომლის დეტალებს კარგად არ ვიცნობ. ეს არ არის ჩემი კონტრაქტი ამიტომ ბევრი განმარტება და მეტი ასპექტის თქმა არ შემიძლია. თუ რამოსი არ განაახლებს, ყველა დამწუხრებული დარჩება, მაგრამ ეჭვი არვის ეპარება, რომ კაპიტანი „მერენგების“ სადარაჯოზე კიდევ დიდხანს დარჩება.“
„დიახ, 35 წლის ვარ და ეს არ არის პატარა ასაკი, თუმცა ვთვლი, რომ მთავარი ის არის, რასაც მოედანზე ვაკეთებ. ვთვლი, რომ კიდევ რამდენიმე წლის მანძილზე შემეძლება უმაღლეს დონეზე თამაში. ფიზიკური თვალსაზრისით თავს შესანიშნავად ვგრძნობ, ამიტომ კარიერის დასრულებაზე ჯერ-ჯერობით არ ვფიქრობ.“
„აზარი სამეფო კლუბს ტიტულების მოგებაში აუცილებლად დაეხმარება. გამუდმებულმა ტრავმებმა ბელგიელ მოთამაშეს პრობლემები შეუქმნა.“
„მარტინ ოდეგორი ძალიან მაღალი დონის ახალგაზრდაა, რომელსაც დიდი პერსპექტივა აქვს. ვფიქრობ, ნორვეგიელმა სათამაშო წუთები სათავისოდ უნდა გამოიყენოს ხოლმე და ყველას აჩვენოს, რომ განსაკუთრებულია.“
„სუპერთასს გამოკვეთილი ფავორიტი არ ჰყავს. ყველას გუნდს აქვს შანსი, რომელიც ტურნირზე მონაწილეობას იღებს. ჩვენ ვეცდებით, რომ „ბილბაოს“ მოვუგოთ და ფინალში გავიდეთ, რაც თასთან კიდევ უფრო მიგვაახლოვებს.“
- 13 იანვარი 2021
- 2 972
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.