ზიდანი:„„რეალი“ ყველაფერს გააკეთებს ესპანეთის სუპერთასის მოსაგებად“
ზინედინ ზიდანმა ესპანეთის სუპერთასის ნახევარფინალთან დაკავშირებით პრესკონფერენცია გამართა.
„მადრიდის „რეალი“ ყველაფერს გაიღებს იმისათვის, რომ „ბილბაოსთან“ დაპირისპირებაში გამარჯვებას მიაღწიოს და ფინალში გავიდეს. ძალიან მნიშვნელოვანი მატჩი გველის, სადაც ბოლომდე დავიხარჯებით.“
„შესაძლოა მარტინ ოდეგორს ახლა საუკეთესო დრო არ უდგას, მაგრამ ნორვეგიელს დიდი პერსპექტივა აქვს და მე მას სამეფო კლუბში ვხედავ. მარტინი ძალიან ნიჭიერი და დიდი ტექნიკური არსენალის მქონე მოთამაშეა.“
„სერხიო რამოსი ისე ემზადება, როგორც ჩვენ, მასთან დაკავშირებით არანაირი პრობლემა არ არსებობს.“
„მივესალმები ბენზემას ნაკრებში დაბრუნებას, მაგრამ ეს არ ვიცი რამდენად რეალური პერსპექტივაა და რამდენად მოხდება ცვლილება საფრანგეთის ნაკრების ხელმძღვანელობაში.“
„ხავიერ ტებასის განცხადებები? მე მაქვს ჩემი პოზიცია, რომელიც რამდენიმე დღის წინ „ოსასუნასთან“ მატჩზე დავაფიქსირე, ახლა ამ თემას აღარ დავუბრუნდები.“
„ლუკა იოვიჩზე ახლა ვერაფერს გეტყვით. ამ ეტაპზე ის ჩვენს რიგებში ირიცხება, დანარჩენს მომავალი გვიჩვენებს.“
„ჩვენ მხოლოდ ის გვსურს, რომ სერბმა ფეხბურთელმა საკუთარი დონე აჩვენოს. იოვიჩს ჰქონდა სირთულეები, რომელიც ადაპტაციის პროცესსა და ტრავმებს უკავშირდებოდა.“
„ჩემს განკარგულებაში 25 ფეხბურთელია. რთულია ყველაფრის გადანაწილება, მაგრამ ყოველთვის მაქსიმალურად ვცდილობ, რომ შანსი ყველას მივცე.“
„შესაძლო „ელ კლასიკო“ ფინალში? თუ ეს მოხდება, კუმანს კიდევ ერთხელ შევხვდები და მჯერა, რომ საინტერესო პაექრობა გამოვა.“
- 13 იანვარი 2021
- 6 064
- 4
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.