პოჩეტინომ პოგბას სამშობლოში დაბრუნება მოინდომა
ზინედინ ზიდანის ერთ-ერთი საყვარელი ფეხბურთელი მაურისიო პოჩეტინომაც მოინდომა.
ბრიტანული გამოცემების ცნობით, „პსჟ“-მ მანჩესტერ „იუნაიტედს“ საქმიანი წინადადებით მიმართა და სურს, რომ 2021 წლის ზაფხულში პოგბას პარიზში ტრანსფერი შედგეს.
მაურისიო პოჩეტინოს აზრთ, „პსჟ“-ს მთავარი პრობლემა ნახევარდაცვაა, სწორედ ამიტომ ხელმძღვანელობა ყველაზე მეტს სწორედ ამ მიმართულებით მუშაობს.
პოგბას გარდა პოჩეს ტონი კროოსიც სურს, მაგრამ ხვდება, რომ „რეალის“ დაყოლიება ძალიან გაუჭირდება, სწორედ ამიტომ აკეთებს „პარისენჟერმენი“ აქცენტს პოლზე, რომელსაც პრემიერლიგაში აღარ სურს.
პარიზელთა ინტერესი „რეალის“ ამოცანას კიდევ უფრო ართულებს. პერესს პოგბას დამატება დაახლოებით 70 მილიონ ევროდ სურდა, „პსჟ“ კი დაახლოებით 95 მილიონს ამზადებს.
დაველოდოთ როგორ განვითარდება მოვლენები და საბოლოოდ ვინ გახდება გამარჯვებული მსოფლიო ჩემპიონისთვის ბრძოლაში.
- 10 იანვარი 2021
- 887
- 3
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.