კურტუა:„ფეხბურთის თამაშის მაგივრად, მშვიდობიან მოგზაურობაზე ვფიქრობთ!
ტიბო კურტუამ „ოსასუნასთან“ მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა.
„ეს იყო მატჩი, რომელიც აუცილებლად უნდა მოგვეგო, მაგრამ ვერ შევძელით. „ოსასუნა“ ტურნირის აუთსაიდერია და ჩვენ 3 ქულა უნდა მოგვეპოვებინა.“
„რამდენიმე მომენტში მეტოქემ სახიფათოდ ითამაშა, თანაც ყველაფერი კარგად არ სჩანდა, თუმცა საკუთარ კარში ბურთი არ გავუშვით.“
„ჩვენ არ ვართ მარიონეტები, ჩვენ ფეხბურთელები ვართ. როდესაც გვეუბნებიან, რომ თუ მოედანზე არ გავალთ, 3 ქულას დავკარგავთ, იძულებულები ვხდებით, რისკზე წავიდეთ. ვფიქრობ, რომ პამპლონაში „რეალის“ ჩამოსვლა დიდ რისკებთან იყო დაკავშირებული.“
„ახლა ისიც არ ვიცით, ვბრუნდებით მადრიდში, თუ პირდაპირ მალაგაში უნდა წავიდეს, რათა სუპერთასის ნახევარფინალისთვის მოვემზადოთ.“
„იმის მაგივრად, რომ შეხვედრების მაღალ დონეზე ჩატარებას ვფიქრობდეთ, მშვიდობიან მოგზაურობაზე გვაქვს აქცენტი გაკეთებული.
- 10 იანვარი 2021
- 707
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.