„ატლეტიკოს“ შეუძლია, რომ „რეალს“ 10 ქულით გაუსწროს და ყველაფერი დაასრულოს
დიეგო სიმეონეს „როხიბლანკოს“ 15 ჩატარებული მატჩის შემდეგ 38 ქულა აქვს, მადრიდის „რეალს“ კი 18 დაპირისპირების შემდეგ 37.
გამოდის, რომ „ატლეტიკოს“ 3 სარეზერვო დაპირისპირების გამართა მოუწევს, რომლებშიც 100%-იანი შედეგის დაფიქსირების შემთხვევაში, მადრიდის „რეალთან“ სხვაობა 10 ქულამდე გაიზრდება, „ბარსელონასთან“ კი 13 ქულამდე.
მსგავსი სტაბილურობის მქონე „ატლეტიკო“ 10 ქულიან სხვაობას ნამდვილად არ გაანიავებს და ამაზე ყველა გამოცემა მიუთითებს.
ახლა „რეალის“ და „ბლაუგრანას“ ქომაგებს მხოლოდ იმის იმედი უნდა ჰქონდეთ, რომ სარეზერვო მატჩებში „როხიბლანკო“ წაიბორზიკებს და მინიმუმ 3 ქულას დაკარგავს, რათა ბრძოლას აზრი კვლავ მიეცეს.
- 10 იანვარი 2021
- 850
- 2
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.