ზიდანი:„მატჩის გადადება საუკეთესო გამოსავალი იქნებოდა“
ზინედინ ზიდანმა „ოსასუნასთან“ მატჩის შემდეგ პრესკონფერენცია გამართა.
„მე ვერ ვიხილე იდეალური მატჩი, რასაც რთული მეტეოროლოგიური პირობები განაპირობებდა. ნახევარი სტადიონი გაყინული იყო და უამრავ შეცდომას უშვებდა, როგორც ჩემი გუნდი, ასევე მეტოქე. როდესაც მოძრაობა შეუძლებელია, მატჩის გადადებას საუკეთესო გამოსავლად მივიჩნევ.“
„არ ვფიქრობ, რომ ამ თამაშის ჩატარება მიზანშეწონილი იყო, მაგრამ დირექტივას დავემორჩილეთ.“
„რამდენიმე თამაშის ჩატარება მოგვიწევს და იმედი გვაქვს, სტადიონს თავისი ფუნქცია ექნება და მადრიდის „რეალი“ ექნება საუკეთესო თვისებების გამოვლენას.“
„ისიც არ ვიცით, მადრიდში მალევე გავემგზავრებით, რომ თვითმფრინავს გაფრენა არ შეეძლება. გუშინ საათები დავკარგეთ, დღეს კი საშინელ პირობებში ვითამაშეთ ბურთი, ამას ფეხბურთი არ ერქვა.“
„ლუკა მოდრიჩთან არანაირი დაპირისპირება არ არსებობს და ეს საკითხი ამოწურულია. არცერთ ფეხბურთელს არ ვაპატიებ ჩემს მაგივრად გადაწყვეტილებების მიღებას. ხორვატს ვუთხარი, რომ თამაშში სტილის შეცვლა იყო საჭირო, მან ყველაფერი გაიგო.“
„შეუძლებელია ასეთ პირობებზე პრეტენზია არ გქონდეს, თუმცა ეს უკვე ჩავლილი მომენტია.“
- 10 იანვარი 2021
- 11 998
- 3