მოურინიოს რჩეულები
თუ დავუჯერებთ ესპანურ პრესას, მაშინ მოურინიოს უკვე ჰყავს თავისი რჩეულები.
"დი მარია, ნავასი თუ სილვა"? "ჯერარდი, ცესკი თუ დე როსი?" ბოლო კვირებია , რაც ასეთი სათაურები გამოჩნდა ესპანურ პრესაში.
დაცვის ხაზში ჟოზე მოურინიოს ორი ყველაზე მეტად გამოკვეთილი მიზანი აქვს აღებული, ესაა ერთი მხრივ დუგლას მაიკონის გამადრიდელება და ასევე კოლაროვის გათეთრება. თუ არაფერი შეიცვალა, მოსალოდნელია, რომ ორივე მათგან "თეთრების" რიგებში ითამაშებენ.
რაც შეეხება სხვა პოზიციას, როგორც ცნობილია, პორტუგალიელს სურს ფლანგების გაძლიერება და ამაზე სერიოზულად ფიქრობს, მის მთავარ სამიზნეს ამ მხრივ, თუ ესპანურ პრესას დავუჯერებთ, "ბენფიკას" ფეხბურთელი დი მარია წარმოადგენს (მაგრამ თუ ასევე გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ "ბენფიკა" ამ ფეხბურთელში 40 მლნ. ითხოვს, ხოლო მაურინიომ კი ერთ–ერთ თავის ინტერვიუში აღნიშნა, რომ არ აპირებდა ფეხბურთელების ასტრონომიულ თანხად შეძენას და მითუმეტეს დი მარიასი, მაშინ ეს ნაკლებსავარაუდოა ავტ.). მის ე.წ. "გეგმა ბ"–ს წარმოადგენს ფეხბურთელი, რომელიც "სევილიას" რიგებში ირიცხება. საუბარია ხესუს ნავასზე. თუ ზემოთხსენებული ორი ვარიანტიდან ვერც ერთი ვერ განხორციელდა, მაშინ ჯერი "ვალენსიას" ფეხბურთელ დავიდ სილვაზე მიდგება.
ანალოგიური ვითარებაა მოედნის ცენტრში სასურველ ფეხბურთელების შემთხვევაშიც. ფავორიტი ამ შემთხვევაში "ლივერპულელი" სტივენ ჯერარდია, რომელიც როგორც პრესის წარმომადგენლები იუწყებიან, კარიერას "მადრიდის რეალში" დაასრულებს. გასაკვირია, მაგრამ სათადრიგო ვარიანტად განიხილება ცესკ ფაბრეგასი, რომელიც "არსენალის" რიგებში გამოდის და რომლის მუნდიალის დაწყებამდე შეძენასაც "ბარსელონა" წარუმატებლად ცდილობდა. მესამე ვარიანტი გადის "რომას" ფეხბურთელ დე როსიზე.

წყარო: Elmadridista
- 5 ივნისი 2010
- 2 472
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.