ზიდანი:„რამოსი, ვასკესი და მოდრიჩი „რეალში“ უნდა დარჩნენ“
ზინედინ ზიდანმა „ოსასუნასთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა.
„მზად უნდა ვიყოთ ნებისმიერი დაბრკოლების გადასალახად. „ოსასუნას“ საკმაოდ კარგი გუნდი ჰყავს. რთულ მეტეოროლოგიურ პირობებში მოგვიწევს ასპარეზობა, მაგრამ უნდა ვეცადოთ, რომ საუკეთესო ფეხბურთი ვითამაშოთ.“
„კოვიდ ტესტმა უარყოფითი შედეგი აჩვენა და სწორედ ამიტომ კარანტინი დავტოვე. მაქვს უფლება გუნდს პამპლონაში გავყვე.“
„თამაშის გადადების შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა. ყველაფერს ხვალინდელი ამინდი განაპირობებს. გვსურს, რომ შეხვედრა ჩავატაროთ.“
„ყველა მოთამაშე ბოლომდე უნდა დაიხარჯოს და მოედანზე შესასვლელად ნებისმიერ წუთს იყოს მზად. იოვიჩმა ბოლო დროს ცოტა ითამაშა, მაგრამ ნებისმიერ წამს შეიძლება მიეცეს შანსი, იგივეს თქმა შემიძლია მარსელოზეც.“
„ლუკა მოდრიჩი და ტონი კროოსი ძალიან კარგებინ არიან. ორივე მოთამაშემ დიდი წვლილი შეიტანა ბოლოდროინდელ წარმატებულ გამოსვლაში.“
„მე მსურს, რომ ახალი კონტრაქტები მიიღომ რამოსმაც, მოდრიჩმას და ვასკესმაც. ისინი „ბლანკოსთან“ ახლოს უნდა იყვნენ.“
„აზარი სათამაშოდ მზად არის. ბელგიელი ნელ-ნელა ბრუნდება. ამ ეტაპზე მისი 90 წუთით დატვირთვა მიზანშეწონილი არ არის.“
„რამოსი გუნდის სიმბოლია, რონალდუს წასვლის შემდეგ ბევრი რამ კიდევ გამოიკვეთა, მაგრამ სერხიო რონალდუს აქ ყოფნის პერიოდშიც ძალიან მნიშვნელოვანი ფიგურა გახლდათ. პირობას გაძლევთ, თუ კაპიტანის კონტრაქტთან დაკავშირებით პრობლემა შეიქმნება, პირადად ვეცდები ყველაფრის გარკვევას და გამოსწორებას.“
- 8 იანვარი 2021
- 7 157
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.