სერხიო რამოსის სრულიად უპრეცენდენტო გადაწყვეტილება!
მადრიდის „რეალის“ კაპიტანმა, სერხიო რამოსმა სრულიად უპრეცენდენტო გადაწყვეტილება მიიღო და „ბლანკოსის“ ხელმძღვანელობას ამცნო...
კაპიტანის სურვილი კლუბში რაც შეიძლება დიდხანს დარჩენაა, მისთვის პრიორიტეტული „რეალის“ წინადადებაა და არა სხვა კლუბების.
ესპანელი მცველი მზად არის, 2 წლიან კონტრაქტს მოაწეროს ხელი და ხელფასი მხოლოდ მას შემდეგ მიიღოს, როდესაც კონტრაქტს ვადა ამოეწურება. სერხიო მზად არის, 2021 წლის ზაფხულიდან 2023 წლამდე მადრიდული გრანდის ბიუჯეტიდან არცერთი ცენტი არ მიიღოს, რათა კლუბის ბიუჯეტს დამატებითი პრობლემები არ შეუქმნას.
რამოსი თვლის, რომ კორონაპანდემიიდან გამომდინარე არსებული პრობლემების დაძლევას, „მერენგები“ 2023 წლის ზაფხულამდე აუცილებლად შეძლებენ და სერხიოს ხელფასის გადახდაც არ გაუჭირდებათ.
- 6 იანვარი 2021
- 21 824
- 6
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.