სონი „რეალში“? - ზიდანმა გადაწყვეტილება მიიღო!
ესპანური და ბრიტანული გამოცემების ცნობით, „ტოტენჰემის“ ლიდერი, სონი ზინედინ ზიდანის რადარზეა.
ფრანგი სპეციალისტი თვლის, რომ წინახაზელმა ძალიან მოუმატა და ის „რეალს“ გამოადგება. ეს პოზიცია ზიზუმ პრეზიდენტ პერესს უკვე გააცნო.
ჟოზე მოურინის სამხრეთ კორეელის წასვლა ალბათ ვერ წარმოუდგენია, მაგრამ თუ „ბლანკოსი“ საქმეს ხელს სერიოზულად მოკიდებს, ფეხბურთელის დამატების შანსი გაჩნდება.
მიმდინარე სეზონში მოთამაშე მუდმივად სასტარტო შემადგენლობაშია და 16 ჩატარებულ დაპირისპირებაში 12 გოლს მოითვლის.
- 6 იანვარი 2021
- 3 567
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.