„რეალმა“ მაქსიმუმი გააკეთა, პერესი რამოსის პასუხს ელის
ესპანური გამოცემების ცნობით, მადრიდის „რეალი“ სერხიო რამოსს მეტი წინადადებით არ მიმართავს. პერესმა დაუშვა პრეცენდენტი და მზად არის, 33 წელს ზემოთ ფეხბურთელს 2 წლიანი ხელშეკრულება შესთავაზოს, თუმცა გარკვეულ კომპრომისზე წასვლა სერხიოსაც მოუწევს.
თუ რამოსს წელიწადში 12 მილიონი სურს, მაშინ 1 წლიან კონტრაქტს უნდა დათანხმდეს, 2 წლიანი ხელშეკრულების შემთხვევაში კი ხელფასის 10%-ით შემცირებას უნდა დათანხმდეს.
„რეალის“ პოზიცია ყველა ინსტანციაშია შეთანხმებული და გადახედვას აღარ ექვემდებარება.
ესპანური გამოცემების ცნობით, ფლორენტინო ახლა კაპიტანის საბოლოო პასუხს ელის.
- 5 იანვარი 2021
- 1 540
- 6
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.