სერხიო რამოსმა „რეალს“ ულტიმატუმი წაუყენა!!!
როგორც სჩანს, სამეფო კლუბსა და კაპიტანს შორის უთანხმოებაა. ესპანური გამოცემების ცნობით, რამდენიმე დღის წინ ფლორენტინო პერესმა ესპანელ მცველს ახალი კონტრაქტის დეტალები ოფიციალურად გააცნო, მაგრამ უარი მიიღო. რამოსმა „რეალს“ ულტიმატუმი წაუყენა და საკუთარი პირობები გახადა ცნობილი.
- თუ „რეალი“ პოზიციას არ შეცვლის და კაპიტანს დამატებით 1 წელს შესთავაზებს, ესპანელი იგივე ხელფასის დატოვებას არ დაეთანხმება და გაზრდას მოითხოვს.
- თუ „ბლანკოსი“ ხელფასის გაზრდას ვერ შეძლებს, რამოსი ამაზეც თანახმაა, მაგრამ ამ შემთხვევაში ფლორენტინო პერესმა კონტრაქტის წლების რაოდენობა 1-იდან 2-მდე უნდა გაზარდოს.
რამოსმა უკვე დააფიქსირა, რომ იგივე ხელფასს და ხელშეკრულებით 1 წლით გახანგრძლივებას არ ეთანხმება.
- 4 იანვარი 2021
- 2 997
- 2
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.