მოუს გეგმა 100 მილიონი ღირს
ფაქტიურად, უკვე ცნობილია იმ ფეხბურთელების ვინაობა, რომელთა გადაბირებაც ჟოზე მოურინიოს სურს.
საფეხბურთო მიმომხილველების გათვლებით, მადრიდის „რეალს,“ ჟოზიტოს სურვილების ასრულებისათვის სულ რაღაც 100 მილიონი დასჭირდება.პორტუგალიელ მწვრთნელს დაგეგმილი აქვს, ორი მცველისა და ერთი ნახევარმცველის შეძენა.თავდაცვის გასაძლიერებლად, მოუს რჩეულებში მაიკონი და კოლაროვი მოხვდნენ.დაახლოებით, მადრიდელებს ნახსენები მოთამაშეების შეძენა მინიმუმ 40 მილიონი ევრო დაუჯდებათ.რაც შეეხება ნახევარდაცვის ხაზს, ჯერ გაურკვეველია იმ კონკრეტული ფეხბურთელის გვარი, რომელიც თეთრ მაისურს მოირგებს.შესაძლებელია, მომავალი წლიდან „რეალის“ რიგებში ჯერარდი, დი მარია ან დე როსი ვიხილოთ.ერთი სიტყვით, რაც არ უნდა იყოს, დონ პერესი და კომპანია შარშანდელივით 250 მილიონის დახარჯვას არ აპირებს სატრანსფერო ფანჯარაზე.
სავარაუდოდ, „ბლანკოსში“ 50 მლნ. ევრო შემოვა ტრანსფერებისაგან.ჟურნალისტები ერთდროულად რამდენიმე მადრიდისტს უწინასწარმეტყველებენ ესპანეთის დედაქალაქიდან გამგზავრებას (ქვემოთ გაეცანით ამ ფეხბურთელების სიას).
როისტონ დრენტე: ჰოლანდიელ ნახევარმცველს თეორიულად აქვს წარმატებული მომავლის შანსი.გაუთავებელი ტრავმების გამო, რიკის იშვიათად უწევს მოედანზე გასვლა.შესაბამისად, შესაძლებელია, რომ მიმდინარე სატრანსფერო ფანჯარაზე ნიდერლანდი ახალგაზრდა გაყიდონ ან სხვა გუნდში გაუშვან იჯარით.თავის დროზე, „ბლანკოსმა“ მოთამაშეში 12 მლნ. გადაიხადა, ხოლო ახლა კი მისი ფასი 12-დან 15-მდე მერყეობს.
მამადუ დიარა: როგორც გაირკვა, მოურინიო ლასანაზე აპირებს აქცენტის გაკეთებას.აქედან გამომდინარე, არ არის გამორიცხული, რომ მალელი „რეალიდან“ გაუშვან.მადრიდელი ბოსები 15 მილიონად დათმობენ საყრდენ ნახევამრცველს.
ფერნანდო გაგო: როგორც ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე, ამჯერადაც არგენტინელისა და „მანჩესტერ სიტის“ ბედს ერმანეთს უკავშირებენ.ბრიტანული გუნდის მფლობელს, 15 მილიონად შეეძლება ფერნანდოს წაყვანა.
ესტებან გრანერო: „ელ პირატმა“ განვლილი სეზონი კარგად დაიწყო, თუმცა მიწურულისკენ აშკარად მოდუნდა.კარგი შემოთავაზების შემთხვევაში, „თეთრები“ კანტერანოსს სხვა კლუბისაკენ დაულოცავენ გზას.
ეზეკილ გარაი: გამომდინარე იქედან, რომ სერხიო რამოსი მომავალი სეზონიდან ცენტრალურ მცველად მოგვევლინება, არგენტინელი მოთამაშის შანსები, სასტარტოში გამოსვლისა მცირდება.შესაძლებელია, სამხრეთ ამერიკელი დი მარიას ტრანსფერისთვისაც კი გამოიყენონ.
- 5 ივნისი 2010
- 2 179
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.