ზიდანმა „რეალს“ 2 დღიანი შვებულება გამოუწერა
მადრიდის „რეალის“ ფეხბურთელები დღეს და ხვალ არ ივარჯიშებენ. ზინედინ ზიდანმა კოლექტივის დასვენება გადაწყვიტა, რადგან გუნდი „ოსასუნას“ 9 იანვარს შეხვდება.
მთავარ მწვრთნელს სურს, რომ ფეხბურთელებმა ძალები აღიდგინონ და იანვრის თვის საკმაოდ მნიშვნელოვან დაპირისპირებებს მოწოდების სიმაღლეზე შეხვდნენ.
„ოსასუნას“ შემდეგ „მერენგები“ ესპანეთის სუპერთასზე გადაიტანენ ყურადღებას. პირველი მატჩი „ბილბაოს“ წინააღმდეგ, „ლა როსალედაზე“ შედგება, ეს დაპირისპირება 14 იანვრით არის დათარიღებული.
- 3 იანვარი 2021
- 1 452
- 30