ზიდანის „რეალმა“ ბურთის ფლობის ყველაზე დაბალი პროცენტი დააფიქსირა
მას შემდეგ, რაც ზინედინ ზიდანი მადრიდის „რეალს“ ჩაუდგა სათავეში, გუნდმა საშინაო არენაზე ბურთის ფლობის ყველაზე დაბალი პროცენტული მაჩვენებელი დააფიქსირა.
„სელტასთან“ დაპირისპირება გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა, იყო მომენტები, სადაც ბურთს მეტწილად „ბლანკოსი“ აკონტროლებდა, მაგრამ საბოლოო ჯამში „მერენგებს“ 41%-იანი ბურთის ფლობის მაჩვენებელი დაუფიქსირდათ, რაც საშინაო არენაზე უპრეცენდენტო შემთხვევაა.
საინტერესოა სხვა ციფრებიც, რომელიც გუშინდელ შეხვედრაში ვიხილეთ. კერძოდ, „რეალმა“ ჯამში 469 გადაცემა გააკეთა, თანაც მაშინ, როდესაც კოუდეტის გუნდის მაჩვენებელი გადაცემების გრაფაში 672 იყო.
სამეფო კლუბმა შეტევა 103-ჯერ წამოიწყო, საიდანაც იერიშმა მწვავე ხასიათი 45 შემთხვევაში მიიღო. იგივე კომპონენტში „სელტა“ 137 წამოწყებული შეტევით იწონებს თავს, მაგრამ მწვავე ხასიათი ვიგოელთა იერიშის მხოლოდ 36-მა შემთხვევამ მიიღო.
საინტერესოა ერთი კომპონენტიც, რომელიც თამაშის წესების დარღვევას აღბეჭდავს. მსაჯმა 90 წუთის მანძილზე 28 ჯარიმა დადო, გუნდებმა 14-14-ჯერ დაარღვიეს თამაშის წესი.
- 3 იანვარი 2021
- 1 166
- 3
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.