ზიდანი:„„რეალი“ ჩემპიონობისთვის ბრძოლას განაგრძობს“
ზინედინ ზიდანმა „სელტასთან“ მატჩის შემდეგ პრესის წარმომადგენლებთან პრესკონფერენცია გამართა.
„ეს იყო სრულყოფილი თამაში. მთელი მატჩის მანძილზე ვდომინირებდით და ერთნაირად ეფექტურები ვიყავით, როგორც დაცვაში, ასევე წინ.“
„ნაჩოსგან ასეთი დონის მატჩები არ მიკვირს, ის მრავალი წელია „ბლანკოსში“ მაღალ დონეზე ასპარეზობს.“
„მარკო ასენსიო აშკარად შედის ფორმაში, ეს კიდევ არ არის მისი მაქსიმუმი. ესპანელის შესაძლებლობებში დარწმუნებული ვარ.“
„დანის მცირე დისკომფორტი ჰქონდა, მაგრამ არამგონია საქმე სერიოზულ დაზიანებასთან გვქონდეს.“
„ლუკას ვასკესი ძალიან საიმედო ფეხბურთელია. ბედნიერი ვარ, რომ ვხედავ იმას, რასაც ესპანელი ფეხბურთელი ჩვენი კლუბისთვის აკეთებს, ის დიდებული ფეხბურთელია.“
„ბენზემა დაღლილი არ ყოფილა, მარიანოს კი უბრალოდ შანსი მივეცი.“
„„ელჩესთან“ დასანანი მატჩი ვერ მოვიგეთ, ჩვენ ძალიან ბევრი მომენტი გვქონდა, განსაკუთრებით პირველ ტაიმში, მაგრამ მეტი გოლის გატანა ვერ მოვახერხეთ და საბოლოო ჯამში, მხოლოდ 1 ქულას დავჯერდით.“
„აზართან მიმართებაში სიფრთხილე გვმართებს, ბელგიელი ეტაპობრივად ბრუნდება.“
„„ატლეტიკოსთან“ ბრძოლა გრძელდება. სიმეონე ყველაფერს აკეთებს ჩემპიონობისთვის, მაგრამ მან კარგად იცის, რომ „ბლანკოსის“ სახით ძალიან ძლიერი კონკურენტი ჰყავს.“
- 3 იანვარი 2021
- 4 711
- 2
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.