პრედრაგ მიატოვიჩი
პრედრაგ მიატოვიჩი,ჩერნოგორიელი ფეხბურთელი,თავდამსხმელი
დაიბადა 1969 წლის 19 იანვარს, ჩერნოგორიის დედაქალაქ პოდგორიეში.
თამაშობდა გუნდებში
1985-1987 კომი (პოდგორიცა)
1987-1989 ბუდუჩნოსტი (პოდგორიცა)
1989-1993 პარტიზანი (ბელგრადი)
1993-1996 ვალენსია
1996-1999 რეალ მადრიდი
1999-2002 ფიორენტინა
2002-2003 ლევანტე
პრედრაგ მიატოვიჩი,ჩერნოგორიელი ფეხბურთელი,თავდამსხმელი
დაიბადა 1969 წლის 19 იანვარს, ჩერნოგორიის დედაქალაქ პოდგორიეში.
თამაშობდა გუნდებში
1985-1987 კომი (პოდგორიცა)
1987-1989 ბუდუჩნოსტი (პოდგორიცა)
1989-1993 პარტიზანი (ბელგრადი)
1993-1996 ვალენსია
1996-1999 რეალ მადრიდი
1999-2002 ფიორენტინა
2002-2003 ლევანტე
ლა ლიგაში დებიუტი ჰქონდა 1993 წლის 5 სექტემბერს ვალენსიის რიგებში ოვიედოს წინააღმდეგ.
რეალ მადრიდში დებიუტი ჰქონდა 1996 წლის 31 აგვისტოს დეპორტივოსთან მატჩში.
სულ რეალის შემადგენლობაში ითამაშა 113 თამაში და გაიტანა 36 გოლი.
1993 წლის იუგოსლავიის ჩემპიონი.
1992,1993 წლების იუგოსლავიის საუკეთესო მოთამაშე.
1989,1992 წლების იუგოსლავიის თასის მფლობელი.
1997 წლის ესპანეთის ჩემპიონი.
1998 წლის ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული.
1998 წლის საკონტინენთაშორისო თასის მფლობელი.
ნაკრებში დებიუტი ჰქონდა 1989 წლის 23 აგვისტოს ფინეთან მატჩში(2-2).
ნაკრებში ითამაშა 62 მატჩი და გაიტანა 25 გოლი.
ეს იყო უდიდესი სიყვარულის გამოხატულება……
ასეთი სიძლიერის გრძნობას “სანტიაგო ბერნაბეოს” დიდი ხანი არახსოვდა….
მატჩის დასრულებამდე რჩებოდა 6 წუთი, ტაბლოზე ციმციმებდა ციფრები 2-0… მოწინააღმდეგე გუნდს ერთი სული ჰქონდა თუ როდის დასრულდებოდა თამაში…. გვერდით ხაზთან ხურდებოდა მანოლო სანჩისი, მალე გვერდითმა არბიტრმა აღმართა ტაბლო “8” ციფრით, მთელმა სტადიონმა დაიწყო ერთი სახელის სკანდირება “ანდრეა,ანდრეა”. ვერაფრით გაიგებდი ვის მიმართ იყო ეს აპლოდისმენტები. ფაბიო კაპელო ადგა თავისი სკამიდან და ულოცავდა მატჩის გმირს, ყველა მოთამაშის თვალებში ცრემლი იდგა, ისინიც სკანდირებდნენ სახელს “ანდრეა,ანდრეა”.
ამ მოვლენებამდე სამი დღით ადრე პრედრაგ მიატოვიჩი კლუბის ბაზაზე ჩვეულებისამებრ დილით მოვიდა,მაგრამ სრულიად უძინარი,მისი წლინახევრის ბავშვი ანდრეა საავადმყოფოში იწვა,რპმელმაც მძიმე ოპერაცია გადაიტანა გულზე. ვარჯიშის შემდეგ ფაბიო კაპელომ განუცხადა პრედრაგს,რომ გუნდი თანახმა იყო ცოტა ხნით შვებულებაში გაეშვა ფეხბურთელი და შვილისთვის მიეხედა,მაგრამ პრედრაგმა უკვე გააკეთა თავისი არჩევანი….. და 1996 წლის 7 დეკემბერს ის გამოვიდა რეალ მადრიდის ძირითად შემადგენლობაში ბარსელონას წინააღმდეგ და ლეგენდა გახდა გაიტანა რა 48 წუთზე მეორე გოლი ვიტორ ბაიას კარში.
მოგვიანებით თანაგუნდელებმა მას აჩუქეს რეალის მაისური წარწერით “ანდრეა”.
პრედრაგ მიატოვიჩი იყო ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი იუგოსლავიის ნაკრების შემადგენლობაში, ვინც 1987 წელს ჩილეში იუნიორთა მსოფლიო თასი მოიგეს.
საკვირველია,მაგრამ ასეთი ძლიერი ფეხბურთელის სახელი,რომელმაც ასე კარგად დაიწყო კარიერა, არავის გაუგია 1996 წლამდე,მანმადე სანამ ის მადრიდის რეალში არგადავიდა.
არცერთი ახალგაზრდული ნაკრები არიყო ასე მიმსგავსებული მსოფლიო ვასკლავების სამჭედლო ფაბრიკასთან ისე,როგორც იყო მიმსგავსებული იუგოსლავიის ახალგაზრდული ნაკრები, 1987 წლის მსოფლიო ჩემპიონი იუნიორთა შორის. მიატოვიჩი,ბობანი,პროსინეჩკი,შუკერი,იარნი,შტიმაჩი,ლეკოვიჩი, რვა ამ ფეხბურთელებიდან მონაწილეობდა 1987 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში. აქვე შეიძლება დავამატოთ სინიშა მიხაილოვიჩი,რომელმაც ტრამვის გამო გამოტოვა თამაში.
“ერთად თვალდახუჭულებს შეგვეძლო თამაში” “ყველა ამბობდა ისინი დაუმარცხებლები არიან”-იხსენებს პრედრაგი მეოთხედფინალური მატჩის წინ,რომელიც ბრაზილიის წინააღმდეგ შედგა. “ჩვენ ჩემოდნებიცკი ნაადევად ჩავალაგეთ მატჩის წინ,რომ შემდეგ ბელგრადის რესიზე არდაგვეგვიანებინა ღამით”. შემდეგ მათ მოუხდათ ჩემოდნების ხელახლა გახსნა, მიატოვიჩისა და პროსინეჩკის გოლების წყალობით,მათ დაამარცხეს ბრაზილიის ნაკრები ანგარიშით 2-1. ამავე ანგარიშით ნახევარ ფინალში დამარცებულ იქნა გდრ. მიატოვიჩი ზამერთან ჩხუბის გამო მინდვრიდან გაძევებულ იქნა,ხოლო ფინალს გდრ-ის წინააღმდეგ პრედრაგი ტრიბუნიდან ადევნებდა. ის თამაში იუგოსლავებმა თერთმეტრმეტრიანებით მოიგეს. მიატოვიჩმა ამ ტურნირზე სამი გოლი გაიტანა.
Pპრედრაგ მიატოვიჩი დაიბადა 1969 წლის 19 დეკემბერს ჩერნოგორიის პოდგორიცეში.
ისევე როგორც ბავშვების უმრავლესობა იუგოსლავიაში, მასაც ჰქონდა არჩევანი კალათბურთსა და ფეხბურთს შორის. “ჩემი სურვილი მეთამაშა ფეხბურთი არცთუ ისეთი დიდი იყო,მე არცკი ვცდილობდი გამხდარიყავი ფეხბურთელი”-ამბობს პრედრაგი. “მაგრამ საბოლოოდ მივხდი რომ ჩემგან კალათბურთელი არგამოვიდოდა,ვინაიდან სიმაგლეში არშევესაბამებოდი”-აგრძელებს ის.
Pპირველი მისი კლუბი იყო ადგილობრივი “კომი”. რამოდენიმე ხანში მიატოვიჩი ხვდება ჩერნოგორიის ყველაზე ძლიერ კლუბში “ბუდუჩნოსტ”-ში. Eს მოხდა 1987 წელს. ორი სეზონის შემდეგ ის ხვდება ბელგრადის პარტიზანის რიგებში. ოთხი წლის შემდეგ ის სახელდება საუკეთესო ფეხბურთელად რომელსაც იუგოსლავიის ისტორიაში როდისმე უთამაშია. 1992 წელს მან გამარჯვება მოუტანა თავის გუნდს ყველაზე მოძულე მტერთან “ცრვენა ზვეზდასთან”, რომელიც იმ დროს ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული იყო. 1992-1993 წლებში პარტიზანი ქვეყნის ჩემპიონი გახდა, ხოლო პრედრაგ მიატოვიჩი საუკეთესო ფეხბურთელი ბოლო ორი წლის განმავლობაში ზედიზედ.
“პრედრაგი” სერბო-ხორვატიულად ნიშნავს “ყველაზე ძვირფას”.
1993 წელს,როდესაც პრედრაგი მიდიოდა ვალენსიაში,მან ჯურნალისტებთან შეხვედრაში განაცხადა-“მე მივდივარ როგორც ვასკლავი და დავბრუნდები როგორც თანავარსკლავედი”.
Pპირველივე თავის მატჩში ვალენსიას შემადგენლობაში მან ორი გოლი გაუტანა ოვიედოს,ის თამაში ვალენსიამ 3-0 მოიგო,ხოლო პრედრაგ მიატოვიჩმა გაიტანა იმ სეზონში 16 გოლი და გუნდის საუკეთესო ბომბარდირი გახდა.
1995-1996 წლებში პრედრაგს პრაკტიკულად მარტოს გაყავს გუნდი სატურნირო ცხრილის მეორე საფეხურზე,თვითონკი იმ სეზონში 28 ბურთი გაიტანა და ესპანეთის საუკეთესო ბომბარდირის ტიტულთან ერთად საუკეთესო ფეხბურთელის ტიტულიც მოიხვეჭა.
1996 წლის ზაფხულში ის მადრიდის რეალში გადადის. რეალმა 9 მილიონი დოლარი გადაუხადა ვალენსიას.
Mმან პირველსავე ინტერვიუში განაცხადა,რომ აუცილებლად მოიგებდა ყოველ წელიწადს რეალთან ერთად ერთ ტიტულს მაინც. მაშინ მისი გადასვლა რეალში ჩრდილ ქვეშ მოაქცია რონალდოს გადასვლამ ბარსელონაში,მაგრამ რეალის იმდროინდელმა მწვრთნელმა Fაბიო კაპელომ განაცხადა, “ბარსელონას მხოლოდ ერთი რონალდო ყავს,ჩვენკი საუკეთესო თავდასხმა გვაქვს.” Aმ სიტყვებით Fფაბიო წინასწარმეტყველი გახდა, იმ სეზონში რონალდომ 34 ბურთი გაიტანა,მაგრამ ჩემპიონი ბარსელონა მაინც ვერგახდა…. რელის თავდასხმაკი გრანდიოზული შოუ წარმოადგინა: 24 გოლი დავორ შუკერის სახელზე იყო, 21 გაიტანა რაულმა და 14 პრედრაგ მიატოვიჩმა.
Oოქროს ბურთი 1997 წელს აიღო რონალდომ,მეორეზე გავიდა პრედრაგ მიატოვიჩი. “ეს უსამართლობააა,ის უკეთესია რონალდოზე”-აცხადებდა იმჯამინდელი რეალის პრეზიდენტი-ლორენცო სანსი.
1999 წლის 20 ივნისს, რეალი-დეპორტივოს მატჩის შემდგომ პრეს-კონფერენციაზე პრედრაგ მიატოვიჩმა განაცხადა რომ შემდეგი სეზონიდან ის რეალის რიგებში აღარ ითამაშებდა,ვინაიდან მწვრთნელის-ჯონ ტოშაკის გეგმებში არჯდებოდა. 7.2 მილიონად ის ფლორენციის “ფიორენტინაში” გადადის,სადაც მას უკვე როგორც კუმირს დახვდნენ, რეალი-იუვენტუსის დროს გატანილი ბურთის წყალობით,რომელმაც რეალს მოუტანა მე-7 ჩემპიონთა თასი.
ფიორენტინაში ყოფნის დროს ის ძირითადის ფეხბურთელი ვერაფრით გახდა,ძირითადად შეცვლებზე შემოდიოდა. იმავე წელიწადს ფიორენტინა ბანკროტად გამოაცხადეს,ხოლო პრედრაგი იძულებული გახდა გუნდიდა წასულიყო.
ცოტა ხანში ის ლევანტეში აღმოჩნდა.
-იუპ ჰაინკენსი (რეალის მწვრთნელი)- გამარჯვების მომტანი იყო დისციპლინა და გამარჯვებისაკენ ლტოლვა,რომელიც ჩემს ფეხბურთელებს ჰქონდათ.
-ხუან კარლოსი (ესპანეთის მეფე)- ეს იყო დიადი დღე ყველა ჩვენთაგანისთვის,მთელი ესპანეთისთვის.
-ლორენცო სანსი (რეალის პრეზიდენტი), ის არდაელოდა თამაშის დასრულების მომენტს და დამთავრებამდე 7 წუთით ადრე გასახდელში ჩავიდა- “ამის შემდეგ სიკვდილი შეიძლება”
-ფერნანდო რედონდო- დიდი წვალების შემდეგ ჩვენ ამ გამარჯვებას მთელს ესპანეთს ვუძღვნით.
-რობერტო კარლოსი- მე ბედნიერი ვარ,ძალიან ბედნიერი,ჩვენ დავიმსახურეთ ეს გამარჯვება.
ის სრულიად გაგიჯებული მირბოდა,წინ ჰქონდა გაშვერილი მარჯვენა ხელი და სადღაც სათადარიგო სკამისკენ იშვერდა,სადაც თავისთავად დიდი აურზაური სუფევდა.
რამოდენიმე წამის წინ, რობერტო კარლოსის ყუმბარისებული დარტყმის შემდეგ, რომელიც აისხლიტა იუვენტუსის მცველმა, მიუვიდა მიატოვიჩს, რომელიც კარისკენ ზურგით იდგა. ის სწრაფად მობრუნდა, დაასწრო “იუვეს” მცველს პაოლო მონტეროს და ბურთზე რბილი შეხებით გადაგზავნა პერუცის კარში. “ნაკლებად მახსოვს რა მოხდა შემდგომ, მე უბედნიერესი ვიყავია, ამაზე მეტი მე არასოდეს მიგვძნია როგორც ფეხბურთელს”-განაცხადა მატჩის შემდგომ თამაშის გმირმა პრედრაგ მიატოვიჩმა,ხოლო იქიდან ძალიან შორს,ვალენსიაში მშვიდად ეძინა პატარა გადარჩენილ ანდრეას…..
- 3 ივლისი 2009
- 6 839
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.