კარვახალს და ტონი კროოსს 4-4 ყვითელი ბარათი აქვთ
„სელტასთან“ დაპირისპირებაში ტონი კროოსსა და დანიელ კარვახალს სიფრთხილე მართებთ.
ორივე მოთამაშეს 4-4 ყვითელი ბარათი აქვთ მიღებული, ხოლო კიდევ ერთი გაფრთხილების შემთხვევაში, ერთმატჩიანი დისკვალიფიკაცია ელით.
პირველ რიგში ზიზუს დავალება ის იქნება, რომ ორივე მოთამაშემ ერთდროულად არ მიიღოს დისკვალიფიკაცია, რათა მომდევნო დაპირისპირებაში ორივე შესაცვლელი არ გახდეს.
კროოსის დისკვალიფიკაციის შემთხვევაში, ზიზუ ვალვერდეს ჩართავს საქმეში, ხოლო კარვახალის შემცვლელთან დაკავშირებით „ბლანკოსს“ პრობლემა აქვს, ვინაიდან ალვარო ოდრიოზოლა იდეალური კონდიციისგან შორს არის.
- 2 იანვარი 2021
- 652
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.